LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო

44

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო.
შსს-ს განმარტებით, პარალელურად გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახის ვარაუდით, ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, პოლიციის ზეწოლა გამხდარიყო. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ძმები ჯართს აგროვებდნენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს.

ჩემი ძმები ჯართს აგროვებდნენ და პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს. პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ ამირანმა თქვა, რომ ან მათ მოკლავდა ან თავს მოიკლავდა,“ – ამბობს გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის და.

ოჯახი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, მამაკაცმა კი ზეწოლას ვერ გაუძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები