LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით 2 ჩინელი დააკავა

51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებისთვის  პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის  ბრალდებით 2 პირი  დააკავა. ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი დააკავეს.

მანამდე კი „კურიერის“ ჟურნალისტმა, ეკა გაგუამ ის პირები ამოიცნო, ვინც მას და ოპერატორ ლევან კალანდიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აპარატურა წაართვა. ამოცნობის პროცედურა ხაშურის პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. „კურიერის“ ჟურნალისტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ. გამოძიების ფარგლებში მსგავს პროცედურას სხვა პირების ამოცნობის მიზნით ეკა გაგუა უახლოეს დღეებში ისევ გაივლის.

„ყველა ადამიანი ამოვიცანით, ვინც დღეს მონაწილეობდა იმ დაპირისპირებაში და ვინც რეალურად ყველაზე აგრესიული იყო, მათგან ერთ-ერთი იყო, ვისაც ეჭირა ხელში ქვა და ქვით გვემუქრებოდა და მიკროფონი წაგვართვა და მეორე იყო, რომელმაც უშუალოდ ხელიდან გასტაცა კამერა ჩვენს ოპერატორს, ლევან კალანდიას. ეს ორივე ადამიანი ამოვიცანით, თუმცა, როგორც ვიცით, კიდევ არის სხვა პროცედურები ჩასატარებელი,“ – აცხადებს ეკა გაგუა.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ  ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე  მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები