LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

137

შუახევის სოფელ შუბანში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში გუშინ თბილისიდან მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 ჯგუფი იყო მობილიზებული.

მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. თვითმხილველების თქმით, 14 წლის ბიჭს ბურთი მდინარეში ჩაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები