LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის დედოფალი ამბობს, რომ სამეფო სასახლეში მოჩვენებები ცხოვრობენ

1136

შვედეთის დედოფალი სილვია სამეფო ოჯახის რეზიდენციაში მოჩვენებებთან ერთად ცხოვრობს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მან შვედურ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა, ტელეკომპანია სასახლის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს.

დედოფლის თქმით, მოჩვენებები დროტინგჰოლმში მცხოვრებლებს არ ერჩიან და პირიქით, მეგობრულებიც კი არიან.

73 წლის სილვიას თქმით, ოთახში ხშირად უგრძვნია, რომ მასთან ერთად ვიღაცა კიდევ არის.

„ხან ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ,თუმცა ამის სულაც არ მეშინია,“ – განაცხადა დედოფალმა და მოჩვენებებს „პატარა მეგობრები“ უწოდა.

ამავე ტელეკომპანიასთან შვედეთის მეფის დამ, კრისტინამ აღნიშნა, რომ სამეფო სასახლეში მოჩვენებების ყოფნა ნამდვილად ყველასთვის საგრძნობია.

„სასახლეში ძალიან დიდი ენერგიაა. უცნაური იქნებოდა, რომ ეს რამე ფორმით არ ვლინდებოდეს,“ – განაცხადა პრინცესამ.

დროტინგჰოლმის სასახლე კუნძულ ლუვენზე მდებარეობს, სტოკჰოლმთან ახლოს. შენობა XVI საუკუნეში მეფე იოჰან მესამემ ცოლისთვის, კატერინა იაგელონკისთვის ააშენა. სასახლეში მალე ხანძარი გაჩნდა და დაიწვა. ერთი წლის შემდეგ დედოფალმა ჰედვიგა ელეონორამ ბრძანა, ამავე ადგილას ახალი სასახლე აეშენებინათ.

XIX საუკუნეში სასახლე, ძირითადად, ცარიელი იყო და რესტავრაცია არ ჩატარებულა. დროტინგჰოლმი შვედი მონარქების ოფიციალურ რეზიდენციად კვლავ 1981 წელს გამოცხადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები