LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის ახალი პრეზიდენტი ქვეყნის ყოფილი შსს მინისტრი იქნება

66

2018 წლიდან შვეიცარიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ქვეყნის პარლამენტმა გუშინ ამ პოსტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალან ბერსე, აირჩია. ორივე პალატის სხდომაზე 228 დეპუტატიდან, ბერსეს მხარი 192-მა დაუჭირა.

ქვეყნის ვიცეპრეზიდენტად არჩეულია თავდაცვის, მოსახლეობის დაცვის და სპორტის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილი მაურერი.

ალან ბერსე თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად 2018 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები