LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიული კომპანია Camille Bloch გურიაში თხილის წარმოებას გეგმავს

89

შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch გურიაში თხილის წარმოებას გეგმავს, ამისთვის კი დაინტერესებულია გურიაში თხილის პლანტაციების გაშენებითა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.

კომპანია Camille Bloch-ის ექსპერტები გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ. მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ამ ეტაპზე ექსპერტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ. იგეგმება 500 00 ცალი თხილის ნერგის გამოყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები