LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ

36

„დღეს, დღის ბოლოდან, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ სინოპტიკოსმა, დოდო გვაზავამ, განუცხადა.

მისი თქმით, 7 სექტემბერს ზოგან ძლიერი ნალექი იქნება. ეს უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილს ეხება, ყველგან იწვიმებს, მაგრამ ძალიან ძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება: აჭარაში, სამეგრელოს ჩრდილო რაიონები; უფრო მეტად, მთიან რაიონებში: რაჭასა და სვანეთში.

ძლიერი ნალექია მოსალოდნელი სანაპირო რაიონებშიც. ზოგან აღინიშნება ელჭექი, ზოგად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში, დაახლოებით, 19-24 გრადუსი იქნება. ტემპერატურა დაიკლებს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც.

გვაზავას ინფორმაციით, ცივი ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. ტემპერატურა აქაც დაიკლებს 22-27 გრადუსამდე და კახეთის რეგიონში შეიძლება დარჩეს 33 გრადუსამდე. მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია, აგრეთვე, ტემპერატურის კლება.

„ასეთი ამინდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 8 სექტემბრიდან ნალექი შეწყდება და საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა შემოსული სიცივიდან გამომდინარე დიდად ვერ გათბება და, ამიტომ, ტემპერატურის მომატება მოსალოდნელია 9 სექტემბრიდან.

წვიმამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მომატება მდინარეებზე, პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნები და მეწყერულ-ღვარცოფური მოვლენები შეიძლება, აღინიშნოს,“ –  განაცხადა სინოპტიკოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები