LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობიდან 26-მა მძევალმა გაქცევა შეძლო

46

სირიის ჰომსის პროვინციაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობიდან 26-მა მძევალმა გაქცევა შეძლო. სირიის სამთავრობო არმიის მიერ ქალაქ ალ-ყარიატაინის გათავისუფლების შემდეგ, ჯიჰადისტები 70-მდე მძევალთან ერთად ქალაქის აღმოსავლეთით უდაბნოში გაიქცნენ.

ამ დრომდე უცნობია დანარჩენი მძევლების ბედი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მძევლების ნაწილმა ერთ-ერთ ჯიჰადისტს ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა, მოკლა და შემდეგ გაიქცა.

ალ-ყარიატაინი ქალაქ დეირ ელ-ზორიდან 300 კილომეტრი მდებარეობს, სადაც ამჟამად სირიის არმია, რუსეთის ავიაციისა და ირანის მხარდაჭერილი შიიტური ჯგუფების დახმარებით რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები