LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წევრი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

43

სირიაში, სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პანკისის ხეობის მაცხოვრებლები აცხადებენ.  მათი ინფორმაციით, 39 წლის ვახა ბუგიევი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა და სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, ის სირიაში 2015 წელს წავიდა, თუმცა როდის გადაკვეთა საზღვარი ან როგორ ჩავიდა იქ, დეტალები არ იციან.

“ვიცოდი, რომ წინუბანში ცხოვრობდა, ყავდა ცოლ-შვილი, სირიაშიც, მგონი, რამდენიმეჯერ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა და დღეს გავიგე, რომ დღეს დაღუპულა, რა ვითარებაში, ზუსტად არ ვიცი, მე მგონი, დაბომბვისას,“ – აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები