LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სხდომაზე ჯდომის დროს, ერთი სული ჰქონდათ, კაბინეტებში ჩაცივებული ვისკი დაელიათ”

99

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, თბილისის გენერალური გეგმის შესახებ წერს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, საკრებულოში მუშაობისას, გენ.გეგმა ოცნების დეპუტატებს, არასდროს აინტერესებდათ.

მისი თქმით, მათ ერთი სული ჰქონდათ, სხდომა დასრულებულიყო და კაბინეტებში ჩაციებული ვისკი დაელიათ.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები და განხილვის ოქმები არსებობს.

“საკრებულოში მუშაობის დროს თბილისის გენ.გეგმის ეტაპების პრეზენტაცია არასოდეს გაგრძელებულა საათნახევარზე მეტს – ოცნების დეპუტატებს ერთი შეკითხვაც არ ჰქონდათ და ამბობდნენ რომ იმდენად სერიოზული და საჭირო პროექტი იყო რომ განსახილველიც არაფერი იყო. მე კი ლამის ვიხვეწებოდი თემატური განხილვებისთვის თითო თითო დღე მიგვეძღვნა. მაგრამ ვინ გისმენდა. დღეს ახალ საკრებულოში ოცნების ძველი დეპუტაციის ნახევარი ზის და იძახის რომ გენ.გეგმა კაპიკად არ ვარგა. სინამდვილეში ამ ხალხს მანამდეც და ახლაც ფეხებზე ეკიდათ გეგმის შინაარსი. სხდომაზე ჯდომის დროს ერთი სული ჰქონდათ განხილვები დასრულებულიყო და კაბინეტებში ჩაციებული ვისკი დაელიათ.

P.S. ვისაც არ მოყვანილი ჩემი სიტყვეების არ სჯერა გთხოვთ გამოითხოვოთ საკრებულოში გენ. გეგმის განხილვის ოქმები და ვიდეოჩანაწერები”, – წერს ალეკო ელისაშვილი.