LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში ვაშლების დარიგება პირველი კლასიკურ გიმნაზიიდან დაიწყო (ვიდეო)

245

სკოლებში ვაშლების დარიგების პროცესი დღეს პირველი კლასიკურ გიმნაზიიდან დაიწყო.

როგორც კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა, თამარ კაპანაძემ, განაცხადა, სკოლაში სულ 2 165 ბავშვი ირიცხება, რომელზეც 2 200 ვაშლი იქნა გათვალისწინებული.

ვაშლები დერეფნებში კალათებით დადგეს და თითოეულ ბავშვს შეეძლო, დამოუკიდებლად მისულიყო და კუთვნილი, ცალ-ცალკე დაფასოებული ვაშლი, აეღო.

ჩვენ შევიძინეთ კალათები და, როგორც ხედავთ, სწორედ ამ კალათებით არის განთავსებული ვაშლები. ჩვენ სპეციალურად არ დავარიგეთ ხილი მერხებზე, რადგან ვფიქრობთ, რომ თითოეული ბავშვის პასუხისმგებლობაა, რომ სუფთა, დაფასოებული ვაშლი აიღოს კულტურულად და შემდეგ ნარჩენი ურნაში გადააგდოს. ვაშლის გარეშე არ დარჩება არცერთი ბავშვი, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ვაშლების დარიგება ხვალ  51-ე საჯარო სკოლაში გაგრძელდება.

 

 

პოპულალურები