LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების ოჯახის წევრების გამოკითხვა მინდა და შესაძლოა, ამერიკაში მომიწიოს წასვლა – ბრალდებულის ადვოკატი

106

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, მოკლული რაიან სმიტის ოჯახის წევრების გამოკითხვას გეგმავს, – კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განაცხადა.

კობაიძე არ გამორიცხავს, რომ სმიტის ოჯახის წევრების გამოსაკითხად მას ამერიკაში წასვლა მოუწიოს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეები შესაძლოა, სმიტების ნათესავები აღმოჩნდნენ.

„მინდა მოკლულის ძმის და ოჯახის წევრების გამოკითხვა და შესაძლოა, ამერიკაში მომიწიოს წასვლა. პირველწყაროსგან მსურს ინფორმაციის მიღება, თუ ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია სმიტებს,“- განაცხადა ლექსო კობაიძემ.

რაც შეეხება ექსპერტიზას, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად შეუძლია ბრალდებულს სქესობრივი აქტის დამყარება ზოგადად, ადვოკატის თქმით, შესაბამისი ექსპერტიზა კობაურს უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

„უკვე დანიშნულია ექსპერტიზა და უახლოეს დღეებში დაიწყება კობაურის გამოკვლევა“, – განაცხადა ადვოკატმა.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები