LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

32

ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში – შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

ავტომობილის მეორე მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები