LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ კუმურდოში სპეცნაზი შეიყვანეს

166

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, სპეცნაზი შეიყვანეს. ადგილობრივებს  ეკლესიის ეზოში წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურთ, თუმცა, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. რამდენიმე წუთის წინ , სოფელ კუმურდოში, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა . ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა გამოცემა Jnews.ge ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება,  მეათე საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია 2016 წლის ზაფულში დაიწყო. რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები