LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 18 ახალი პროექტი მუშავდება

91

„საპარტნიორო ფონდში“ 18–მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების განვითარება მოხდება, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ფონდში შექმნეს სტრუქტურა, რომელიც გამოცდილი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული და ეს ადამიანები თავად ქმნიან ბიზნეს გეგმებს.

„ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ ამ ე.წ. თაროს, სადაც ბიზნესპროექტები იქნება ჩალაგებული ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის და ვიტყვით, რომ აი ბიზნესი, სადაც თანხის 49% ჩვენ ვდებთ. ვის გაქვთ ბიზნესში შემოსვლის სურვილი და უკეთესი პირობა – აიღოთ 51% და დაიწყოთ ეს ბიზნესი. ეს მოგვცემს საშუალებას, ისეთ რეგიონებში, სადაც დღეს ფაქტიურად ბიზნესი მინავლებულია და თანხები არ შედის (ამის გამო ასეთი რაიონებიდან მიგრაცია ხდება, განსაკუთრებით მაღალმთაში და ასე შემდეგ), იქ წარმოება გავაცოცხლოთ, დავასაქმოთ ხალხი და გავაკეთოთ მოსახლეობის უკუდინება, გავაცოცხლოთ სოფელი თუ მთა. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზული სამუშაოები გავაკეთეთ. 18–მდე ასეთი პროექტი დამუშვების სტადიაშია და ნელ–ნელა ამ პროექტებს გამოვამზეურებთ“, – განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, ეს პროექტები ძირითადად ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას და ინვესტირებას ითვალისწინებს. ასეთ პროექტებად საგანელიძემ ხორბლის საბოლოო გადამუშავების პროექტი დაასახელა. კერძოდ, მისივე განცხადებით, ხორბლიდან საბოლოო პროდუქტის მიღება საქართველოში არ ხდება. რამდენიმე თვეში ფონდი ასევე გეგმავს გაიხსნას ზეთის საწარმო. მოხდეს მარმარილოს დამუშავება და ამ მიზნით საამქროს გახსნა; ასევე მუშავდება ზღვისა და მტკნარ წყალზე თევზის გაშენების პროექტები და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები