LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls-ის ყოფილი წევრი მეუღლეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

119

Spice Girls-ის ყოფილი წევრი, მელანი ბი მეუღლეს, სტივენ ბელაფონტეს გასულ თვეში გაშორდა. წყვილი ერთად თითქმის 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა. ამჟამად კი მომღერალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ნამდვილი ტირანი და სექსუალური მოძალადე იყო. მელანი შვილების გამო შიშობს და სასამართლოს აღნიშნული ბრალდებით სწორედ ამიტომ მიმართა.

მომღერალის თქმით, ძალადობას მუდმივი ხასიათი ჰქონდა, რადგან სტივენს ნებისმიერ მიზეზზე ჩხუბი შეეძლო, მათ შორის მთავარი მელანის კარიერული წარმატება იყო. „მცემდა, რათა მცოდნოდა, რომ ის მთავარია, მაიძულებდა ჯგუფურ სექსში მიმეღო მონაწილეობა. მასთან დაშორება ბევრჯერ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ის სიცოცხლის ხელყოფით მემუქრებოდა“, – აღიარებს მომღერალი.

თავის მხრივ, სტივენ ბელაფონტე ყველანაირ ბრალდებას უარყოფს, თუმცა ყოფილ ცოლ-შვილთან მიახლოება მას აკრძალეული აქვს.

წყვილმა 2007 წელს იქორწინა. მათ ერთი საერთო ქალიშვილიც ჰყავთ, მას გარდა, მელ ბის კიდევ ორი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები