LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუხიშვილების“ შესახებ შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

785

კულტურის სამინისტროში წიგნის „როკვით განფენილი ქართული გენია“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

გამოცემა ეძღვნება ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ნაციონალურ ბალეტს. ის აერთიანებს „სუხიშვილების“ შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ სტატიებსა და ესსეებს, ასევე ქართული ქორეოგრაფიის შესახებ მურმან ლებანიძის, იოსებ გრიშაშვილისა და შოთა ნიშნიანიძის მიერ დაწერილ ლექსებს და გურამ თიკანაძის, თენგიზ ურთმელიძისა და ალექსანდრე სააკოვის გადაღებულ ფოტოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები