LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ამხნევებს ილიკო სუხიშვილი მოცეკვავეებს სცენაზე გასვლამდე: „პირველივე ნაბიჯიდან ავიყვანოთ აუდიტორია.. ბოლომდე უნდა ვაჩვენოთ, რა და როგორ შეგვიძლია“

180
ing

ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელები, ნინო და ილიკო სუხიშვილები, სცენაზე გასვლის წინ საკუთარ მოცეკვავეებს მოტივაციის მიმცემი ფრაზებით ამხნევებენ.

სუხიშვილების აკადემია სოციალურ ქსელში ავრცელებს კულისებში გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ილიკო სუხიშვილი კონცერტის წინ მოცეკვავეებს მიმართავს და მოუწოდებს, სცენაზე გასვლის დროს მათ საკუთარი ცოდნა ბოლომდე გამოიყენონ და დაამტკიცონ, რომ საუკეთესოები არიან, რაზეც მოცეკვავეები ასევე შეძახილით ჰპასუხობენ:

„მინდა კარგად დაიმახსოვროთ, რასაც ახლა ვილაპარაკებ – ეს არის ის, რაც თქვენ უკვე გაქვთ, ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რასაც ვერ დაკარგავ, ვერც ვერავინ მოგპარავს, ეს ძალიან ძვირფასი რამეა, ეს არის ის ცოდნა, რაც გაქვთ. დღეს უკვე იმ დონეზე ხართ, რომ ეს ხელობა კარგად გაქვთ გამჯდარი.

ეს არ არის მატერიალური, მაგრამ ძალიან ძვირფასი, შეუფასებელია, ამას ვერსად იყიდით, ვერავინ ისე ვერ იშოვის.

თქვენ ეს თქვენი შრომით, სწავლით დაიმსახურეთ. დაიმახსოვრეთ, ეს ყოველთვის თან გაქვთ.

ამას უფრო გააძლიერებთ, დახვეწთ, მაგრამ თქვენში საწყისი უკვე დევს.

დღეს ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ბოლომდე უნდა ვაჩვენოთ, რა და როგორ შეგვიძლია, პირველივე ცეკვიდან, პირველივე ნაბიჯიდან ავიყვანოთ აუდიტორია, იმიტომ რომ ის ტაში, რასაც თქვენ დღეს დაიმსახურებთ, არის ყველას ტაში, ყველას დამსახურება.

ამიტომ დღეს თქვენი ხელობა გამოიყენეთ ბოლომდე და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ საუკეთესოები ხართ“, – მიმართავს ილიკო სუხიშვილი მოცეკვავეებს.

 

ილიკო სუხიშვილი #სუხიშვილებისაკადემია

ილიკო სუხიშვილი კონცერტის წინ, ტრადიციულად, ამხნევებს ჩვენს ბავშვებს ❤️‍? #სუხიშვილებისაკადემია ?? #სუხიშვილები

Posted by სუხიშვილების აკადემია • Sukhishvili Academy on ოთხშაბათი, 17 იანვარი, 2024

 

როგორ ხედავენ სუხიშვილების მოცეკვავეები ერთმანეთს – ვინ არის ანსამბლში ყველაზე მხიარული და ენერგიული

ფოტო/ვიდეო: ილიკო სუხიშვილის მიმართვა – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, „სუხიშვილები“ „თაკარას“ ღია სცენაზე საზაფხულო პროგრამით დაბრუნდნენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები