LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი: აფგან მუხტარლის საქმეზე გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება

47

“აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

პოპულალურები