LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

74

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაკავებულს ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მალხაზ ტოხოსაშვილი პანკისის ხეობიდან, სოფელ ბირჯიანიდანაატოხოზაშვილი წლებია უკვე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

სუს-ის ინფორმაციით, მამაკაცი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აიყვანეს.

ბინისა და სამსახურის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები