LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაფლის 8 ჯადოსნური თვისება

233

თაფლის ჯადოსნური თვისებებზე აქამდეც უამრავი სტატია დაწერილა და ყველამ იცის, რომ ის არის პროდუქტი, რომელიც მედიკამენტის როლს ასრულებს და უამრავი პოზიტიური შედეგი მოაქვს, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობა.

თაფლის ზომიერი მოხმარება ორგანიზმში ერთდროულად 8 სახის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს.

თაფლი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ეს კი ნიშნავს, რომ თაფლის რეგულარული მიღება ტოქსინებისგან გვათავისუფლებს. ამავე დროს საგრძნობლად აუმჯობესებს სახის კანის სტრუქტურას.

თაფლი ხელს უწყობს წონაში კლებას. მართალია, დიეტისას ექიმები გვირჩევენ ყველა სახის ტკბილეულზე უარი ვთქვათ, თუმცა, ეს თაფლს არ ეხება. შაქარი, რომელიც თაფლის შემადგენლობაში შედის, განსხვავებულია სტრუქტურულად იმ შაქრისგან, რომელიც სხვა სახის ტკბილეულში გვხვდება. ის აძლეირებს მეტაბოლიზმს, რაც წონის კორექციაში გვეხმარება.

ქოლესტერინი ნორმას უბრუნდება. ამას კი ხელს უწყობს თაფლის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები და მიკროელემენტები. მიჩნეულია, რომ მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაში თაფლი უალტერნატივო წამალია.

თაფლი ხელს უწყობს გულის უკეთ მუშაობას. კვლევამ აჩვენა, რომ თაფლში შემავალი ანტიოქსიდანტები სისხლ-ძარღვების ფუნქციას აუმჯობესებს, რაც გულის უკეთ მუშაობაშიც აისახება.

თაფლი აუმჯობესებს მესხიერებას. კვლევამ აჩვენა, რომ თაფლი ეფეტქური საშუალებაა სტრესთან ბრძოლის დროს. ის მკვეთრად აუმჯობესებს მეხსირებას და ადამიანს უფრო შრომისუნარიანს ხდის.

თაფლი ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ამას კი თაფლის შემადგენლობაში არსებული შაქარი აკეთებს. ის ორგანიზმში ინსულინის დონეს მაღლა წევს და ათავისუფლებს სეროტინინს. ორგანიზმი ამ ჰორმონს მელატონინად გარდაქმნის, რაც სწრაფ და მშვიდ ძილს უწყობს ხელს.

თაფლი ამცირებს მუცლის ტკვილსა და შებერილობას. ის ძლიერ ანტისეპტიკურ პროდუქტად მიიჩნევა და ამიტომ მისი მირთმევა უზმოზეა რეკომენდებული. ეს კი თავის მხრივ კარგად მოქმედებს მუცლის ღრუის პრობლემებზე. მეტიც, თაფლი აქტიურად კლავს ბაქტერიებს და ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობას.

 

თაფლი ხსნის ნერვულ დაძაბულობას. გლუკოზა, რომელიც თაფლის შემადგენლობაშია, აუცილებელია ნეირონებისთვის. ის წრაფად შეიწოვება სისხლში და ნერვული აშლილობის ფონზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები