LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მშობელი სიბრაზეს გამოხატავს მიუღებელი ფორმით, ბავშვი აუცილებლად დააბრახუნებს და იტყვის ცუდ სიტყვებს, როცა გაბრაზდება“ – ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი

1355
ნატა მეფარიშვილი

ბავშვთა ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ბავშვის განვითარების ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე ისაუბრა, როგორიცაა სოციალურ-ემოციური მდგრადობა:

,,ბავშვის სოციალურ-ემოციური მდგომარეობა, ისეთივე მდგენელია ადამიანის განვითარების, როგორც ფიზიკური და კოგნიტიური განვითარება. ხშირად ამბობენ, რომ აი ბავშვი იზრდება სოციალურ გარემოში, ოჯახი, ბაღი, სკოლა, ეზო და ბევრს ჰგონია, რომ განვითარდება სოციალურად, მაგრამ აქ რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი. მაგალითად პანდემიის პერიოდში, კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალიზაცია. ამან აჩვენა, უკვე პოსტ პანდემიურ პერიოდში, როგორ გართულდა ფსიქიკური პრობლემები, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა, რომ პანდემიის პერიოდში თუ ბავშვები იყვნენ ბაღის ასაკის და არ მოუწიათ ბაღში მისვლამ, ახლა ისინი 5-6 წლისანი არიან, მათ აქვს კომუნიკაციის პრობლემები. ასევე აქვთ კომუნიკაციის პრობლემები გარდატეხის ასაკის ბავშვებს. ეს ხდება იმიტომ, რომ სოციალური უნარები დაისწავლება სოციალურ გარემოში.

ემოციური განვითარებაც ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როგორ სწავლობენ ემოციის კონტროლს პატარები? ისინი სწავლობენ უფროსებისგან ანუ როგორც იქცევიან უფროსები, როცა ემოციების წინაშე დგანან, ასევე გაბრაზდება ბავშვიც. თუ მშობელი სიბრაზეს გამოხატავს სოციალურად მიუღებელი ფორმით, ბავშვი აუცილებლად დააბრახუნებს და იტყვის ცუდ სიტყვებს გაბრაზებისას. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ, რომ ემოციები უნდა გამოვხატოთ, რადგან ემოციების შეკავება კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს“ – განაცხადა ნატა მეფარიშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

სამედიცინო სიახლე / სოციალურ-ემოციური სირთულეები ბავშვებში / კვებითი შუქნიშანი

#პირადიექიმი 🔴 #LIVE 🔷 1-ლი ბლოკი: სამედიცინო სიახლე 🔷 მე-2 ბლოკი: სოციალურ-ემოციური სირთულეები ბავშვებში 🔷 სტუმარი: ნატა მეფარიშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, პროფესორი; 🔷 მე-3 ბლოკი: კვებითი შუქნიშანი და ჩემი თეფში

Posted by პირადი ექიმი მარი მალაზონია • 1tv.ge on Thursday, April 25, 2024

როგორ უყალიბდებათ ბავშვებს დასწავლის უნარ-ჩვევები – ნატა მეფარიშვილის რჩევები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები