LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს ბაზარს ხელახლა გამოიკვლევენ

38

კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზარს ხელახლა იკვლევს. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმღვანელმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2016 წელს ჩატარებული კვლევა მხოლოდ 4 თვეს მოიცავდა, უწყებამ კი ბაზრის ერთწლიანი მუშაობის გამოკვლევა გადაწყვიტა.

“ჩვენ გამოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია. ვინაიდან ბაზარზე მოხდა გარკვეული ცვლილებები, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით. ამ ბაზარზე კონკურენცია მართლაც სერიოზულია და ამის გამოვლინება იყო ის დავები, რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობდა”, – აცხადებს ნოდარ ხადური.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტოს შარშანდელი კვლევით, რომელიც 4 თვეს ეხებოდა, ბაზარზე არაკონკურენტული მდგომარეობა არ ფიქსირდებოდა. საქალაქო სასამართლომ კი განსხვავებული განაჩენი გამოიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები