LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ერთ კვირიანი კურსი დაიწყო

66

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) „ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის კურსი” გაიხსნა. ერთკვირიანი კურსი სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როდიონ ქორჩილავამ და ესტონეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა კულდარ კესკულამ გახსნეს.

ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ინფორმაციული ტექნოლოგიების ის ექსპერტები ესწრებიან, რომლებიც ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბეროპერაციების საკითხებში უშუალოდ არიან ჩართული.

კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლებს, სტრუქტურასა და რეგულაციებს შეისწავლიან, ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელ დოკუმენტებსა და საუკეთესო გამოცდილებასაც გაეცნობიან.

ერთკვირიანი თეორიული კურსის შემდეგ პრაქტიკული კურსი იგეგმება, რისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია “BHC Laboratory” ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები