LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა ექიმებზე თბილისში – გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მოკლულია

35

სროლა იყო თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე. რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა ექიმებზე მოხდა და ერთ-ერთი მათგანი მოკლულია. სავარაუდოდ დაჭრილია კიდევ ერთი ექიმი.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოვებით 50 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემა ქონდა, რომლის ოჯახის წევრმაც ექიმებს მიმართა მისი კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. მისამართზე მისული ექიმებიდან ერთ-ერთს მამაკაცმა ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი ექიმი დაიჭრა.

ინციდენტის შემდეგ მამაკაცი ჩაიკეტა ბინაში, რის გამოც მოხდა სამართალდამცველების გამოძახება. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს მიმდინარეობდა, თავდამსხმელიც დაიჭრა.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

rustavi2.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები