LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არ უნდა დავამუნათოთ და შევზღუდოთ სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ აუდიტორიიდან სხვა სივრცეში გადაინაცვლონ თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად” – გოგა ხატიაშვილი

332
2024-05-15_00-24-41_764759

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული ლექტორი გოგა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში სტუდენტების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

,,ჩემთვის ყველაზე ძვირფასები და მოსაფრთხილებლები ჩემი (და არა მარტო) სტუდენტები არიან. ნაკლებად მეგულება მათზე გულწრფელი, სწორი და აქტიური საზოგადოება.
რანაირად უნდა უწოდო მათ რადიკალურები ან უსამშობლოები, რომლებიც თავად ქმნიან თავიანთი ქვეყნის მომავალს, კარგად ესმით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.

ამ ბრძოლაში მათი მონაწილეობა ყველაზე ღირებული და დასაფასებელია.
არ უნდა დავამუნათოთ და შევზღუდოთ სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ აუდიტორიიდან სხვა სივრცეში გადაინაცვლონ თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად.
განსაკუთრებით სამართლის სტუდენტებს უნდა ესმოდეთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფასი და ჰქონდეთ დაჩაგრული ადამიანის დაცვის მომეტებული და განსაკუთრებული სურვილი. სემესტრის დასასრულს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს, რომ მაშინ იქნებიან წარმატებულები, როდესაც თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით სხვა ადამიანების დახმარებას შეძლებენ, კეთილდღეობას მოუტანენ, ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებენ. მეც მაშინ ჩავთვლი თავს წარმატებულ ლექტორად, თუ სტუდენტებში ამ ენთუზიაზმის ამაღლებას შევძლებ.
ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა ყველა სტუდენტს”, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები