LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალს უმანსპინძლებს

41

თბილისში ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება სახელწოდებით „თბილისის ჩაის ფესტივალი“ კვირას 23 პარილს, მთაწმინდის პარკში 12:00-დან 18:00-საათამდე ჩატარდება.

ფესტივალის ინიციატორები არიან: მთაწმინდის პარკი და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია. მხარდამჭერი სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში და მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია, ასევე საზოგადოებისთვის სხვადასხვა ქვეყნის ჩაის მირთმევის კულტურის გაცნობა.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეები, ასევე ჩაის მირთმევის ტრადიციის გაცნობა უდიდესი კულტურის ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და ა.შ.

ფესტივალზე წამორგენილი იქნება სხვადასხვა სახის, მათ შორის შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაის პროდუქციის, სხვადასხვა სახეობის თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, მოეწყობა წარმოდგენილი პროდუქციის კონკურსები და დაჯილდოვება.

ღონისძიების ფარგლებში, მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე არსებულ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური გაფორმება, კონკურსები, სასცენო დადგმები.

ცნობისთვის, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები