LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი, რუსთავი… ქარმა წაიღო (ფოტო, ვიდეო)

123

თბილისში კვლავ ძლიერი ქარია. ქარმა ღამე თბილისის რამდენიმე უბანში ხეები და ელექტრო გადამცემი კაბელები მოგლიჯა – დაზიანებულია ქუჩაში მდგარი მანქანები და აპარატები.

მოგლეჯილი ხეების ნაწილი, მათ შორის ჟვანიას მოედანსა და გურამიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შესაბამისმა სამსახურმა ისინი ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.

 

თემქაზე ქართმა TBC ბანკის აპარატი დააზიანა ©დემეტრე მოდებაძის ფოტო

გუშინ ღამიდან, ძლიერი ქარის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გაუქმდა.

 

ძლიერი ქარი იყო რუსთავშიც. ქალაქის შესასვლელში გაჩერების ნაგებობას დიდი ბანერი დაეცა.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობს, რომ სწორედ ამ გაჩერებისკენ მიდიოდა, როცა ქარმა ბანერი ჩამოაგდო.

ადგილობრივი ტელევიზია შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

 

სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად ათამდე საცოვრებელ სახლს და რამდენიმე ობიექტს, მათ შორის მუსიკალურ სკოლასა და სტომატოლოგიურ კლინიკას სახურავი აქვს გადახდილი. უამინდობის გამო, შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიაც, თუმცა პრობლემა უკვე გამოსწორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები