LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

109

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით თბილისში, საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას 12 ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ.

მათივე ცნობით, ფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჟირი სესტაკი და ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი გახსნიან. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოსა საინვესტიციო პოტენციალისა და ჩეხეთის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ.

ბიზნესფორუმი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას ისახავს მიზნად. ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამართონ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნესპარტნიორებთან.

ჩეხეთის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ფიტოთერაპიული მედიკამენტების წარმოება, ჯანდაცვის ინოვაციური მეთოდები, ფარმაცია, ლოჯგისტიკა, სადაზღვევო სექტორი, საყოფაცხოვრებო-სარემონტო მასალების წარმოება, საბანკო სექტორი, ავტონაწილების წარმოება, ნავთობპროდუქცია და სხვ. ადგილობრივ ბიზნესწრეებთან შესახვედრად და საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად საქართველოში ჩეხეთიდან ბიზნესდელეგაცია ჩამოვიდა, რომელიც ჩეხური კომპანიების 20-მდე წარმომადგენლისგან შედგება.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩეხეთის სავაჭრო პალატასთან აქტიურად თანამშრომლობს. მხარეებმა 2016 წელს გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით ერთობლივ აქტივობებს ახორციელებენ. 2017 წელს ბიზნესფორუმი ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ადგილობრივ ბიზნესწრეებთან შესახვედრად 15-მდე ქართული კომპანია გაემგზავრა. ასევე, მხარეთა თანამშრომლობის შედეგად ქართული ბიზნესსექტორი აქტიურად არის ჩართული ჩეხეთში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში. საქართველოსა და ჩეხეთის მთავრობებს შორის მუშაობს მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიაც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კომისიის წევრია და სხდომების ფარგლებში ბიზნესსექტორის ინტერესებისა და საჭიროებების პოზიციონირებას ახდენს“, – ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები