LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბიუჯეტს კიდევ 14 მილიონი დაემატება

23

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა. ხმალაძის განცხადებით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მთლიანობაში 883 მილიონი ლარი იქნება.

ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ 861 მილიონი ლარის ბიუჯეტის პროექტს მომავალ წელს კიდევ დაემატება 14 მილიონი ლარი, რომელიც ტრანსფერის სახით გუშინ გამოყო ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, 8 მილიონი ლარი ეკონომიებიდან შემოსული თანხა იქნება.

ხმალაძემ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. კერძოდ, 11 მეტროსადგურისა და ვაგონების მოდერნიზაციაზე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაზე, ჯანდაცვის პროგრამებზე. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტით 104 მილიონი ადმინისტრაციულ ხარჯებზე იქნება გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები