LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საამაყო ადამიანი ხარ და შრომის ფასი იცი, შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა“ – კახა კალაძე ილია თოფურიას შეხვდა

161
კახა კალაძე

თბილისის მერმა UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა.

ილია თოფურიას დღეს პრეზიდენტი ღირსების ორდენს გადასცემს – სალომე ზურაბიშვილი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ ილია თოფურიას მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა და მას კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

„გულწრფელად მინდა მოგილოცო მიღწეული გამარჯვება. საამაყო ადამიანი ხარ და
შრომის ფასი იცი. შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა. მიხარია,
რომ ასეთი წარმატებული ხარ და მჯერა, შენს გულშემატკივრებს წინ მეტი
სიხარული გველოდება.

მინდა იცოდე, რომ უამრავ ქართველს უყვარხარ. ასევე, გილოცავ ღირსების ორდენს, რომელსაც დღეს გადმოგცემენ. კაცურად და ღირსეულად გეტარებინოს ეს ჯილდო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში
საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობას და ილია თოფურიას ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეო: ილია თოფურია: „ეჭვი არ მეპარება, დღეს გამარჯვებას ვიზეიმებთ!.. ვერ ვითმენ, ხალხთან გავიდე და ემოციები გავიზიარო…“

„დღეს, მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ უფრო დიდი სტიმულია
ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის, რომ მატჩის დაწყებამდე ქამარს
წარადგენ. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – თქვა მან.

შეხვედრაზე, ილია თოფურიამ კახა კალაძეს თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის, გულშემატკივრებს კი გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა:

„მადლობა თქვენ და ყველას, გვერდში დგომისთვის. ყველანაირ მოლოდინს
გადააჭარბა გულშემატკივრობამ ჩემ მიმართ, რაც საქართველოში ამ დღეებში
ვიგრძენი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს „დინამო არენაზე“ მაყურებლის
წინაშე წარვდგები “, – აღნიშნა ილია თოფურიამ.

ცნობისათვის, UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი სამშობლოში პრემიერ-
მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოფრინდა. დღეს, „დინამო არენაზე“
საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, ილია თოფურია
ჩემპიონის ქამარს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარადგენს.

ირაკლი კობახიძე: „რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად გავხსენი..4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარს რუსთავში ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები