LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე სახელმწიფო ქონება იყიდება

78

თბილისში, რუსთაველის 28-ში მდებარე შენობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მეოთხე სართულზე 729კვ.მ ფართს და მეხუთე სართულზე 1025,34 კვ.მ. ფართს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

უძრავი ქონება მდებარეობს სახელმწიფო ოპერის მოპირდაპირე მხარეს და მიმზიდველია როგორც საოფისე ასევე სხვა მრავალი დანიშნულებით გამოყენებისათვის.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდება. ამ დროისთვის მიმდინარე ფასი 2650000 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები