LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა

84

თბილისის, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მაღალკლასელი ბიჭი მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას, საგანმანათლებლო ვებ-პორტალი EDU.ARIS.GE აქვეყნებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსწავლემ საგაკვეთილო პროცესი ჩაშალა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსწავლე მასწავლებელს შემდეგი ფრაზით დაემუქრა – ,,ციხეში ჩავჯდები, მაგრამ მაინც მოგკლავ”, თუმცა მოგვიანებით მოსწავლემ აღნიშნა, რომ ეს აღელვების ნიადაგზე მოუვიდა.

სკოლის დირექციამ სპატრულო პოლიციას მიმართა, რომელმაც მოსწავლეს ხელწერილი დააწერინა, თუმცა როგორც სკოლაში აღნიშნავენ, “ამ მოსწავლისგან ყველაფერი მოსალოდნელია”.

მათივე თქმით, აღნიშნული მოსწავლე საკმაოდ ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევა და მუდმივად შლის საგაკვეთილო პროცესს, დირექცია კი უკვე დიდი ხანია მის მშობლებს სკოლაში იბარებს, თუმცა უშედეგოდ. ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ კი მამა სკოლაში, ფაქტობრივად, ძალით მიიყვანეს.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, სკოლას მსგავსი მოსწავლის გასარიცხად არანაირი ბერკეტი არ აქვს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რიცხავს, თანაც იმ ფონზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს სწავლის შანსი არ დაუკარგონ.

როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, დირექტორებმა ამ საკითხზე კითხვით განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, შეხვედრაზე ორჯერ მიმართეს, თუმცა მინისტრმა პასუხს თავი აარიდა.

სკოლის დირექტორის თქმით, ასეთი მოსწავლეების სკოლაში ყოფნა-არყოფნის საკითხი სხვა სკოლების დირექტორებსაც აწუხებთ. მისი თქმით, მსგავსი მოსწავლეების სკოლაში სასწავლებლად კი არა პირიქით, სასწავლო პროცესის ჩასაშლელად დადიან.

პოპულალურები