LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეოცე ჯაზფესტივალი 2 ნოემბერს გაიხსნება – როგორია პროგრამა

93

წელს, 2 ნოემბერს, თბილისის ჯაზფესტივალს თბილის მეოცედ უმასპინძლებს. საიუბილეო ფესტივალის პროგრამა ძალიან ჯაზურია და მათ შორის ქართველი არტისტებიც არიან, ბერკლის სამუსიკო სკოლის სტუდენტი, პიანისტი, პაპუნა შარიქაძე, რომელიც ტრიოს შემადგენლობაში ჩამოდის შესანიშნავ მუსიკოსთან, ედი გომესთან ერთად. გარდა ამისა, ამავე დღეს, ანუ 5 ნოემბერს, სცენას კიდევ ერთი ქართველი დაიკავებს, ბექა გოჩიაშვილი, სტენლი კლარკის ბენდის შემადგენლობაში.

2 ნოემბერს ჯაზფესტივალი ჯგუფ Tower Of Power-ის კონცერტით გაიხსნება, 3 ნოემბერს კი JOE LOVANO CLASSIC QUARTET-ის მოსმენის საშუალება გვექნება. ბილეთების ფასები ოთხივე კონცერტზე 60 ლარიდან იწყება.

Tower of Power არის ამერიკული რიტმ ენდ ბლუზის, სოულის, ჯაზფანკის შემსრულებელი ბენდი, რომელიც კალიფორნიაში, ოკლენდში ჩამოყალიბდა და 1968 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს მუსიკალურ სამყაროში. ჯგუფს რამდენიმე ცნობილი მთავარი ვოკალისტი ჰყავდა, მათ შორის, ყველაზე პოპულარული გახლდათ ლენი უილიამსი, რომელიც ბენდის ფრონტმენი იყო 1973-1974 წლებში, ანსამბლის ყველაზე დიდი კომერციული წარმატების პერიოდში. მათი შემოქმედებიდან ცხრა სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელი სიმღერების ასეულში, მათ შორის “You’re Still a Young Man”, “So Very Hard to Go”, “Soul With a Capital S”, “Soul Vaccination”, “What Is Hip?”, and “Don’t Change Horses (in the Middle of a Stream)”.

რაც შეეხება Joe Levano-ს, ამერიკელი საქსოფონისტი, 1980-იანი წლებიდან მოღვაწეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული მუსიკოსია. „გრემის“ მფლობელი Joe Levano, რომელსაც ნოვატორად და კრეატიულ შემსრულებლად მიიჩნევენ, ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ საქსოფონისტად არის დასახელებული.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები