LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროპოლიტენი დღეს ღამით მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

68

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილს მეტროს მუშაობა 24:00 საათიდან 1 მაისის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მერიის ინფორმაციით, 1 და 2 მაისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები