LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პროგრამა „კინო და სოციალური ცვლილებები“ გველოდება

77

„კინო და სოციალური ცვლილებები“ – ამ სახელწოდების პროგრამა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, მაყურებელს თანამედროვე საზოგადოებისა და აქტიური მოქალაქის შესახებ შექმნილ საუკეთესო ფილმებს წარუდგენს. კინოჩვენებების გარდა, გაიმართება მასტერკლასები, ლექციები, დისკუსიები და დებატები ყველაზე პრობლემური თემების შესახებ.  

ამ საინტერესო პროექტის კურატორები არიან პოლონეთში ყველაზე რეიტინგული ყოველდღიური გაზეთის მთავარი რედაქტორი, „სოლიდარობის მოძრაობის“ ლეგენდარული წევრი, ადამ მიხნიკი და კოლუმბიის უნივერსიტეტის კინომცოდნეობის პროფესორი, რიჩარდ პენა. ეს უკანასკნელი 27-28 ნოემბერს კინოპროექტს საკუთარი მასტერკლასით გახსნის. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პირველ დღეს კი, პირველ დეკემბერს, საზოგადოებას საშუალება ექნება, დაესწროს ადამ მიხნიკის ლექციას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება.

პროგრამის ფარგლებში მაყურებელი შვიდ დოკუმენტურ და სრულმეტრაჟიან ფილმს ნახავს.

 

4d2967e3-5962-4885-81b4-2536e28e626e

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები