LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს 80-ამდე ჩინელი ბიზნესმენი სტუმრობს

85

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დღეს, საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი იმართება. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ორგანიზებით ტარდება. ფორუმის ფარგლებში, თბილისს ჩინეთის განსუს პროვინციიდან 80-მდე ბიზნესმენი სტუმრობს.

ბიზნეს-ფორუმი ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს, განსუს პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს-დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმართება. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ბიზნეს-სექტორს ჩინეთიდან და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელონ. 

ფორუმზე წარმოდგენილია შემდეგი სფეროები: სოფლის მეურნეობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ინჟინერია, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, ავიაცია, ფარმაცევტიკა, სამშენებლო მასალები, ავტო ნაწილები, სპორტული დანადგარები, კერამიკა, ლოჯისტიკა, ქიმიური ნივთიერებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასტუმრო ინდუსტრია, სარწყავი მოწყობილობები. 

ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწყობის საბჭოს განსუს კომიტეტს შორის. დოკუმენტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთო აქტივობების განხორციელებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები