LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

30

თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი, დაახლოებით, 1 საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავს გაუჩნდა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები