LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საახალწლო სამზადისი დაიწყო

83

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, „კინო საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ განხორციელდა, სადაც 126 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

„სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს,“ – აცხადებენ მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები