LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სოციალურ მუშაკებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

66

თბილისში სოციალურ მუშაკებს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„როგორც აქ წერენ, გუშინ თავს დაესხნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს. ჟურნალისტებმა იქნებ გადაამოწმოთ რა ხდება. რომელ ბავშვთა დაცვაზეა ლაპარაკი, თავად ისინი არიან დასაცავი ვინც ბავშვები უნდა დაიცვან და მათი 99% რა თქმა უნდა ქალია. საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ინსტიტუცია რომელზეც ქვეყნის სოციალური სფერო დგას, დასაცავია,“ – წერს არასამათვრობო ორგანიზაცია „პარტრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი, სოციალურ ქსელში.

სოციალურ მუშაკებზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტი „ფორტუნას“ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაუდასტურეს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ინციდენტი ერთ-ერთ ოფისში მოხდა.

რა საკითხთან დაკავშირებით იმოყოფებოდნენ სოციალური მუშაკები ოფისში, ჯერჯერობით უცნობია. სააგენტოში განმარტავენ, რომ დამატებით დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

პოპულალურები