LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსი“ ბორჯღალოსნების პარტნიორი გახდა

106

კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ და „საქართველოს რაგბის კავშირმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმადაც “თეგეტა მოტორსი” საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების პარტნიორი გახდა.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ და მცირედი წილი შევიტანოთ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მოღვაწეობაში. ასევე ხელი შევუწყოთ რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბორჯღალოსნებს წინ მნიშვნელოვანი სპორტული შეხვედრები ელის და დარწმუნებული ვართ, რომ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწევენ“, – აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.

კომპანიის ინფორმაციით, “თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული.

”ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. “თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. კომპანია მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“,- აღნიშნავენ ”თეგეტაში”. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები