LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მოტორსი KUMHO-ს საბურავების ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა

452

„თეგეტა მოტორსმა“ ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საბურავების უმსხვილეს მწარმოებელთან KUMHO-სთან. მემორანდუმის თანახმად „თეგეტა“ KUMHO-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის საბურავების ექსკლუზიური რითეილერი იქნება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, KUMHO 1960 წელს დაარსდა და 3 უმსხვილეს საწარმოს ფლობს სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და ინგლისში. კომპანიის 50 წლიანმა გამოცდილებამ განაპირობა ბრენდის იდერობა საერთაშორისო ბაზარზე.

”KUMHO გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვატორი კომპანია საბურავების წარმოების კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. KUMHO გახლავთ Formula 3 -ის ოფიციალური სპონსორი.KUMHO-ს ბრენდის საბურავები შეგიძლიათ შეიძინოთ „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის ფილიალებში, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე 0%-იანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე”, – აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები