LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მოტორსმა Fitch-ის რეიტინგი მოიპოვა

87

”თეგეტა მოტორსმა” გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის რეიტინგი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ”თეგეტა” პირველი კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. გავლენიანი სარეიტინგო ფირმის შეფასებით, ქართული კომპანიის რეიტინგი B-(EXP) შეფასდა, პროგნოზით ”სტაბილური“. ”თეგეტამ” მოსალოდნელი რეიტინგი ობლიგაციების გამოშვების წინ მიიღო, თეგეტა 30 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე გეგმავს.

”რეიტინგის მინიჭებისას Fitch -მა ბაზარზე ”თეგეტას” ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით”, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები