LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა – ექიმი

35

„თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა,“ – ამის შესახებ წმინდა მიქალ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა, განაცხადა.

რაც შეეხება პაციენტის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანას, ლურსმანაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკას უკვე დაუკავშირდა და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. გასული დღეღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა, გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია ამ მიმართულებით.  როგორც კი ჩვენთვის რაიმე დეტალები იქნება ცნობილი, შემდგომში ამის შესახებ დამატებით გაცნობებთ. ჯერჯერობით არ ვიცი რომელი კლინიკა მიიღებს პაციენტის გადაყვანის გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 26 დეკემბერს პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები