LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ

34

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის , პროფესორ ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის წევრებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. კონსილიუმი საქართველოს საზღვრებს გარეთ  კლინიკის მოძიებასა და თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე შეთანხმდა. საზღვარგარეთ მკურნალობისთვის შესაბამის კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს.

”სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. რისკების შეფასებით, შევთანხმდით, რომ მოიძებნება   კლინიკა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში იზრუნებს. კლინიკას გავუგზავნით  პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილის ოჯახიც.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. მის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იცავს.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შეისწავლის. კუბლაშვილის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტი დაადგენს, იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა მაჩალიკაშვილის მიმართ სროლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები