თემურ მიქელაძე: „იმუნიტეტის ასამაღლებელი ერთადერთი საშუალება არის სრულფასოვანი დაბალანსებული კვება”

პოპულარული

თემურ მიქელაძე: „იმუნიტეტის ასამაღლებელი ერთადერთი საშუალება არის სრულფასოვანი დაბალანსებული კვება”

გადაცემას ”სტუმრად ექიმთან” ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე ესტუმრა, რომელმაც რადიოს ეთერში მშობლებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: წონის დეფიციტი, ბუნებრივი და ხელოვნური კვება, აცრები, მუცლის შებერილობა და ჰიგიენა ჩვილებში, ვირუსები და იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები.

ხშირად ჩივიან მშობლები, რომ ბავშვი ვერ იმატებს წონაში, რა არის ამ დროს პრობლემა და რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი წონის დეფიციტზე?

საკმაოდ რთული საკითხია წონის დეფიციტი. პირველ რიგში, არ უნდა გამოგვრჩეს, ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე ორგანულ პათოლოგიასთან. ჩვენს ქვეყანაში, სამშობიაროებში კეთდება სპეციალური სკრინინგული კვლევები სამი დაავადების მიმართ, ესენია: ფენიკეტონურია, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი და მუკოვისციდოზი. წონის დეფიციტის მიზეზი ხშირად სწორედ ეს სამი დაავადებაა. ასევე სკრინინგულად კეთება გულის თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა, ეს არის ერთ-ერთი ის ორგანული პათოლოგია, რაც ასევე წონის დეფიციტს იწვევს. რაც შეეხება კვებით აუტანლობას, შეიძლება იყოს აუტანლობა რძის მიმართ, ან ინტოლერანტობა მის შემცველ ინგრედიენტებზე – ალერგია ძროხის რძის ცილაზე ან ლაქტოზაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ბავშვისთვის სამი კილოგრამი წონა ნორმაა, ზოგისთვის კი იმავე ასაკში 6 კილოგრამიც ნორმაა. თუ არის ძროხის რძის აუტანლობა, კლინიკურად ვახდენთ საკვების ელიმინაციას, ანუ ვნიშვნავთ სპეციალურ ნარევებს. მესამე-მეოთხე დღიდან ასეთი ბავშვები წონაში იმატებენ და ვაფასებთ დღიურ ნამატს. პირველ თვეში ბავშვმა უნდა მოიმატოს 500-დან 800 გრამამდე, ეს არის ნორმა. თუმცა, თითოეული შემთხვევა უნდა შეფასდეს დინამიკაში.

თითქოს ძალიან ბევრია სწორ კვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, თქვენ გაქვთ გამოცემული წიგნი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან პოპულარულია და მაინც, რატომ არ შეიძლება და რატომ არ არის რეკომენდირებული მივცეთ ხილი ცოტა ადრე და ა.შ. 

ბავშვის კვების ოქროს სტანდარტი არის დედის რძე, ამაზე უკეთესი საკვები ექვს თვემდე არ არსებობს და არ სჭირდება არანაირი დანამატი, წყალიც კი. რა თქმა უნდა, თუ დედის რძე აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებებს, არის შესაბამისი ნამატი და კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრები შეესაბამება მის განვითარებას. როდესაც არის დღენაკლული პატარა და გვინდა დედის რძის გახანგრძლივება, არის სპეციალური ნაერთები, რომელიც დედის რძის კალორაჟს ზრდიან. ამ დროს დღენაკლულ ბავშვებს, რომლებიც პირველ დღეებში ცუდად წოვენ ძუძუს, ვუნარჩუნებთ დედის რძეს. ხელოვნური კვების შემთხვევაში ოთხთვენახევრიდან შეიძლება ფაფების, ან ბოსტნეულის პიურეს დამატება, 6 თვიდან ბოსტნეულის პიურე ხორცთან ერთად ემატება და ა.შ. ადრე დამატებამ შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიამდე მიგვიყვანოს. თევზის შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ალერგიულია და მისი მიცემა შეიძლება 9-10 თვიდან. მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ტკბილეულისგან, კანფეტებით შეგვიძლია წავახალისოთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ ეს არ იყოს ადვილად ასათვისებელი შაქრები, რაც იწვევს კარიესს, სიმსუქნეს, დიაბეტს და ა.შ.

ხელოვნურ საკვებზე ვისაუბროთ, რადგან მშობლებს ძალიან აღელვებთ ეს საკითხი. რა განსხვავებაა და არსებობს თუ არა საკვები, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოვებული დედის რძესთან?

საქართველოს ბაზარზე არსებული ბავშვთა კვება ყველა მაღალი ხარისხის არის. მათში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა პრაქტიკულად ერთი და იგივეა. არის ნარევები, რომლებშიც ცილა უფრო მომატებულია და ის დღენაკლულებისთვის არის, არის ღებინების საწინაღმდეგო ნარევები, არის ნარევები, რომლებშიც ლაქტოზა არ არის და ა. შ. ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება, რომ ზოგიერთი ნარევი შეიცავს პალმის ცხიმს, გეტყვით, რომ პალმის ცხიმი არის ბუნებრივი კონსერვანტი, ამას რომ არ შეიცავდეს, საკვები გაფუჭდებოდა. პალმის ცხიმი მავნე ხდება 100 გრადუსის ზემოთ, არცერთი ბავშვის საკვები არ იხსნება 100 გრადუს ტემპერატურაზე და პალმის ზეთი არ გარდაიქმნება მავნედ. პალმის ცხიმს შეიცავს ყველა ნარევი. ყველა კომპანია ცდილობს, ისეთი კომპონენტები დაურთოს ხელოვნურ რძეს, რომელიც მაქსიმალურად იქნება დედის რძესთან მიახლოვებული. თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დედის რძე არის ოქროს სტანდარტი. ის ბუნებრივად შეიცავს სხვადასხვა დამცველობით ნივთიერებებს, ნუკლეოტიდებს, იმუნოგლობულინებს და ა.შ. არ უნდა ხდებოდეს ხელოვნური ნარევების შეცვლა თუ რაიმე პათოლოგია არ არის. ყველა საკვები არის ერთი და იგივე და ხშირად სამშობიაროში პატარა სხვა ფირმის საკვებს იღებს, რომ გამოდის სხვას და შემდეგ კიდევ შეიძლება სხვა ბრენდის რძე გააგრძელოს.

რა ასკამდე უნდა დარჩეს რძე ბავშვის რაციონში?

დედის რძე ორ წლამდე, დაბალ განვითარებულ ქვეყნებში მოწოდებულია ოთხ წლამდეც, რადგან გაჭირვებული ფენაა. ბავშვს ერთი ქილა 5-6 დღე ყოფნის, ეს თვეში 200 ლარამდე და მეტი ჯდება. ამიტომ გვაქვს დედის რძე, რომელიც არის ეკონომიურად ხარჯეფექტური, ყველაზე მაღალბალანსირებული საკვები და თითოეული ექიმის მოვალეობაა ხელი შევუწყოთ ძუძუთი კვებას.

აცრების თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არ ცხრება, რა განსხვავებაა ფასიან და უფასო აცრას შორის?

საქართველოში შემოდის მაღალი ხარისხის ვაქცინა. ფასიანი ვაქცინაც იგივე მწარმოებლის არის, რეაქცია ორივე ვაქცინის შემთხვევაში ერთნაირია. საქართველოში 60 000 მდე ბავშვი იბადება, აქედან 58 000 უფასო ვაქცინით იცრება, დანარჩენი კი ფასიანით, აცრის უკუჩვენება მშობელს ცხელება ჰგონია, ეს არ არის უკუჩვენება, მე პირადად აცრის შემდგომი გართულება არ შემხვედრია. ასევე მაღალხარისხიანი ვაქცინაა პნევმოკოკის აცრაც, რომელიც ორ წლამდე ასაკის ბავშვებში უფასოდ, სტრეპტოკოკის პნევმონიით განვითარებული მენინგიტის საპროფილაქტიკოდ კეთდება. რაც შეეხება გრიპის ვაქცინას, მისი გაკეთება საჭიროა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში. პირველ რიგში გრიპის ვაქცინას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და ხშირად მოავადე ბავშვებს ვურჩევ. იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ვაქცინები შეიცავენ მძიმე მეტალებს, დღეს საქართველოში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინა და მავნე მინარევებს არ შეიცავენ. აუცილებელია წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმიური აცრის გაკეთება, რომელიც აუცრელობის შემთხვევაში, დიდ გართულებებს იწვევს. რომ არ ყოფილიყო ვაქცინა, 7 მილიარდიოს ნაცვლად, მოსახლეობა 3-4 მილიარდი იქნებოდა.

ბავშვებში გავრცელებული ერთ-ერთი პრობლემა არის მუცლის  შებერილობა…

არ უნდა გამოვიყენოთ გაზ-გამყვანი მილი, შეგვიძლია უბრალოდ ცხელ წყალში. თუ არასწორად გამოვიყენებთ, შეიძლება დავაზიანოთ სწორი ნაწლავი. თუ ბავშვი იქნება ბუნებრივ კვებაზე, ან თუ სწორად მოამზადებთ ხელოვნურ საკვებს და სპეციალურ ბოთლებს გამოვიყენებთ, მეტეორიზმის პრობლემასთან საქმე არ გვექნება და მედიკამენტები არ დაგვჭირდება. როდესაც მშობლები ღელავენ, ეს აისახება პატარაზეც. თუმცა, არ უნდა გამოგვეპაროს ორგანული პათოლოგიები და საჭიროა დიაგნოსტიკური კვლევები. აუცილებელია მშობლის კვებაც, არ უნდა მიიღოს ისეთი საკვები, რომელიც აირების დაგროვებას უწყობს ხელს.

როდესაც ბავშვი ღამით ხშირად ტირის ექიმები ნიშნავენ მცენარეულ დამამაშვიდებელ საშუალებებს… რა შემთხვევაშია ნევროლოგთან ვიზიტი აუცილებელი?

თუ ბავშვის პრობლემა მეტეორიზმია, არანაირი დამამშვიდებელი ამას არ მოხსნის. თუ ნევროლოგიური პრობლემაა, პირველ რიგში პედიატრმა უნდა შეაფასოს და გადაამისამართოს ნევროლოგთან. სასურველია ნევროლოგის მიერ ერთხელ მაინც იყოს გასინჯული პირველი ექვსი თვის განმავლობაში. დამამშვიდებელს ნევროლოგები ბოლო პერიიოდში აღარც ნიშნავენ, თუ არის რაიმე პათოლოგია, ასეთ დროს აუცილებელია ნევროლოგის მეთვალყურეობა. დამამშვიდებელი მცენარეული საშუალებები მკურნალობის არცერთ გაიდლაინში არ ზის. ეს არის მხოლოდ პლაცებო ეფექტი დედაზე.

ხშირად ჩივიან დედები, რომ ბავშვი მუდმივად ტირის, რა რეკომენდაციას აძლევთ ამ დროს?

როდესაც დედა მოდის და ამბობს, რომ ბავშვი ხშირად ტირის, მე ყოველთვის ვეუბნები, დათვალეთ რამდენი საათი ტირის. თუ მეუბნება, რომ ტირის ერთი-ორი საათი, ეს  ნორმაა, თუ ტირის ექვსი საათის განმავლობაში, ბავშვი უნდა ნახოს ნევროლოგმა. თუ ბავშვი ტირის 1-2 საათი, ის არის ჯანმრთელი, აქტიური, უნდა იტიროს, იჭირვეულოს და ზედმეტი მედიკამენტოზური საშუალებებით ეს ყველაფერი არ უნდა ავუკრძალოთ.

სიმპტომი, რომელიც მშობლებს აშინებთ, ეს არის სიყვითლე, როდის არის ის ფიზიოლოგიური და როდის პათოლოგიური…

ფიზიოლოგიური სიყვითლისას ხშირია მომართვიანობა. ის 14 დღემდე, ზოგიერთ შემთხვევაში ერთ თვემდეც შეიძლება გაგრძელდეს. თუ არ გვაქვს ე.წ. დედის რძით განპირობებული სიყვითლე, რომელიც 2-3 თვე შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის ნორმა. საიდან ვითარდება სიყვითლე? ერითროციტების დაშლის შედეგად ვითარდება ჰემოგლობინი, ჰემოგლობინის დაშლის შედეგად გამოდის არაპირდაპირი, ცხიმში ხსნადი ბილირუბინი, რომელიც აუცილებელია ღვიძლში გარდაიქმნას წყალში ხსნად ბილირუბინად. არაპირდაპირი ბილირუბინი პირდაპირ ბილირუბინად გარდაქმნის შემდეგ გამოძევდება განავლით ან შარდით, ამ დროს განავალს ნორმალურ პირობებში აქვს ჩალისფერი შეფერილობა. იმ შემთხვევაში თუკი გვაქვს პათოლოგიური სიყვითლე, განავალი თეთრი ფერის არის, შარდი კი მუქი ფერის. ფიზიოლოგიური სიყვითლის შემთხვევაში ღვიძლი არის ფუნქციურად მოუმწიფებელი, ის ვერ ასწრებს არაპირდაპირი ბილირუბინი გარდაქმნას პირდაპირ ბილურუბინად. ბილირუბინის მატებასთან ერთად გვაქვს კანისა და სკლერების შეფერილობა, ეს ამ დროს ნორმაა. პათოლოგიური სიყვითლე პირველი ორი დღის შემდეგ ვითარდება, ასეთ დროს ის შეიძლება რეზუს კონფლიქტით იყოს განპირობებული, რაც საკმაოდ ხშირია და ვითარდება პათოლოგიური ბილირუბინული ენცეფალოპათია.  საჭიროა დროული დიაგნოსტირება, სისხლის შენაცვლეობითი თერაპია და ეს პრობლემები თავიდანვე აღმოიფხვრება. ზოგ შემთხვევაში ბავშვი იბადება კეფალოჰემატომით, ამ დროსაც შეიძლება განვითარდეს სიყვითლე რომელიც რამდენიმე დღეში თავისით გაივლის.

ვისაუბროთ ბავშვის ჰიგიენაზე, ბიჭების დედებს ეს საკითხი განსაკუთრებით აინტერესებთ

დღეს აღარ არის რეკომენდირებული ე.წ. ჩუჩის გადაწევა, თუმცა არის ერთეულ შემთხვევებში საშარდე გზების პათოლოგიები, როდესაც არა მარტო გადაწევა, არამედ შემოჭრაც კია საჭირო. ზედმეტი მანიპულაცცია საჭირო არ არის, ჩვენ შეგვიძლია ინფექცია შევიტანოთ. ჰიგიენურად ეს მანიპულაცია რამდენიმე ათეული წელია ხმარებიდან ამოღებულია. თუ არ გადაწევთ ჩუჩას, იქ მარილი არ დაგროვდება, ეს არ არის მარილი, ეს არის სმეგმა – დამცველობითი საცხი და ეს უნდა იყოს.

რას იტყვით ბავშვის ბანაობაზე, რა სიხშირით არის აუცილებელი თუნდაც საპნის გამოყენება?

ბავშვი არ გაცივდება თუ არ არის ვირუსული გარემო, საპნით კვირაში ორჯერ უნდა დავბანოთ და სასურველია თუ ბავშვის კანის ტიპს გავითვალისწინებთ და ისე შევარჩევთ დასაბან საშუალებას. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 36-37 გრადუსი, ოთახის ტემპერატურა კი 23-25 გრადუსი.

როდესაც უფროსი ბავშვები დადიან სკოლებსა თუ ბაღებში და არის საფრთხე, რომ პატარას მოუტანონ სახლში ვირუსი…

ამ შემთხვევაში მხოლოდ პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვაა საჭირო. საჭიროა დღეში 6-7 ჯერ ოთახის განიავება, ოთახის სველი წესით დასუფთავება დილას და საღამოს, სახლში უნდა გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცი, როგორც კი მოვა უფროსი შვილი სახლში, გავხადოთ ქურთუკი, ფეხსაცმელი და დაცულ სივრცეში მოვათავსოთ და მაშინვე ხელები დავბანოთ. ოთახში სწორი ტემპერატურული გარემო შევქმნათ. გაციებას ყველაზე ხშირად კორონა ვირუსები იწვევენ, რომლებიც სურდოთი და ყელის ტკივილით გამოიხატება. ეხლა მაგალითად ახალშობილებში ბრონქიოლიტის ვირუსებია გავრცელებული, რომელიც 3-6 თვემდე ასაკის ბავშვებში ვითარდება და ხშირად ჰისპიტალიზაციას საჭიროებს.

რას იტყვით იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებზე?

იმუნიტეტის ასამაღლებელი ერთადერთი საშუალება არის სრულფასოვანი დაბალანსებული კვება. ასეთი რეკომენდაცია არცერთ გაიდლაინში არ არსებობს. ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელი წამლები ძალიან ძვირი ღირს, ამას სჯობს მშობელმა იყიდოს ხორცი ხილი და ყველა ის პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს სჭირდება.

აუცილებელია თუ არა D ვიტამინის ყველა შემთხვევაში და ყველა სეზონზე დანიშნვნა?

ეს არის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის რაქიტის პროფილაქტიკა და ჩვენ მას ორ წლამდე ყოველდღიურად ვნიშნავთ. თუ ჩვილი დღის გამავლობაში ერთ ლიტრზე მეტ ხელოვნურ საკვებს იღებს, ასეთ დროს არ არის რეკომენდირებული D ვიტამინის დანიშვნა. D ვიტამინის დოზირება სეზონების მიხედვით ხდება. მე პირადად ორ წლამდე ყველა ბავშვს ვუნიშნავ D ვიტამინს.

აქტუალურია მასაჟების თემაც, ყველას სჭირდება თუ არა მასაჟების გაკეთება?

ჩვენ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ვარჯიში და მასაჟი. ვარჯიში პრაქტიკულად ყველა ბავშვს სჭირდება, რომელიც შეიძლება მშობელმაც გააკეთოს და ამას ექიმი ასწავლის. მასაჟი სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებს უტარდებათ და ის ორთოპედის, პედიატრის და ნევროლოგის მიერ უნდა იყოს დანიშნული.

რა ასაკიდან უწევთ რეკომენდაციას ზამთრის სეზონზე ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას?

ნებისმიერ კურორტს თავისი სეზონურობა აქვს და უმჯობესია ასე გამოვიყენოთ. მთავარია სადაც წავალთ, იქ იყოს ჯანსაღი გარემო. მაგალითად მე თავად ვიყავი ბაკურიანში და დამხვდა იგივე სიტუაცია, რაც თბილისში – მშებნებლობის მტვერი და ავტომობილების გამონაბოლქვი. ამას სჯობს ბავშვი სოფელსა თუ აგარაკზე წაიყვანოთ. რეკომენდაციას ვუწევ 2-3 თვიდან, ხშირად უნდა გაიყვანოთ ჰაერზე და არა ისე, რომ სასტუმროში გყავდეთ ბავშვი. ხშირად მინახავს ბავშვები სასტუმროში სიგარეტის კვამლით სავსე ოთახში არიან…

გადაცემის ჩანაწერი

რჩევები /

|

16 თებერვალი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => temur-miqeladze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 109129
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => temur-miqeladze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 109129
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => temur-miqeladze
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => temur-miqeladze
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (109129) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (10720,11347)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 117234
                    [post_author] => 4
                    [post_date] => 2017-03-23 15:07:56
                    [post_date_gmt] => 2017-03-23 11:07:56
                    [post_content] => გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ცენტრ „ბორმენტალის“  ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი, კვებითი ქცევის სპეციალისტი თამთა ჭურაძე ესტუმრა. გადაცემის თემა კი გახლდათ გახდომა სტრესის გარეშე .

რა არის ჭარბი წონის ყველაზე ხშირი მიზეზი და რატომ არის ასეთი მასიური ჭარბწონიანობა?

ჭარბწონიანობას რამდენიმე მიზეზი აქვს. წონაში მატება შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა,  ფიზიოლოგიურმა, სოციოლოგიურმა გარემოებებმა და კვებითმა უნარ–ჩვევებმა. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ორსულობის გამო მოიმატა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ წონის მატება გენეტიკურმა მიზეზებმა გამოიწვია, ზოგი კი ამბობს, რომ დრო არ აქვს და ა.შ. სინამდვილეში კი ჭარბ წონას ერთი კონკრეტული მიზეზი არ იწვევს.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც არის კვებითი ჩვევები, რომელიც სამი ფაქტორიდან გამომდინარეობს - ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური.
შეიძლება, ადამიანს დრო არ ჰქონდეს, რომ იკვებოს და მხოლოდ დღის მეორე ნახევარში ახერხებს საკვების მიღებას, ან საკვებთან ემოციური დამოკიდებულების გამო მთელი დღე სუსნაობს და სტრესთან გამკლავებას ცდილობს. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ ფაქტორს, ხშირად ლაქტაციის პერიოდში, ან მშობიარობის შემდეგ ადამიანი იკვებება არასწორად, იმატებს იმაზე მეტს, ვიდრე ფიზიოლოგიურ ნორმებში ჯდება და ხშირია გადაძღომისა და ჭარბი რაოდენობით საკვების მიღების მომენტები. ჭარბი წონის მთავარი მიზეზი არის საკვების ჭარბი რაოდენობით, ან არასწორად მიღება და ამ კვებითი ჩვევების მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად გვსმენია ტერმინი ”გენეტიკური ფაქტორი”... ამ შემთხვევაში თუ არსებობს გამოსავალი? გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს. ადამიანები, რომლებსაც ჭარბწონიანი დედა ან ბებია ჰყავთ, მუდმივად ცდილობენ, წონაში დაიკლონ. რადგან ადამიანი ცდილობს წონაში დაკლებას, მას სჯერა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება. გენეტიკურად ძირითადად კვებითი ჩვევები გადადის. გერმანიაში წლების წინ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჭარბი წონის გენი არ არსებობს, არსებობს გენეტიკური მიდრეკილება, რომელსაც პირველ რიგში კვებითი ტრადიციები იწვევს. რა არის ბორმენტალის ცენტრის მთავარი საქმიანობა და რა არის ის საიდუმლო, რისი წყალობითაც ადამიანები გასაოცარ შედეგებს აღწევენ. ვინ არიან თქვენი ცენტრის პოტენციური პაციენტები და რა არის საჭირო იმისთვის, რომ პაციენტი თქვენთან მოხვდეს? პირველ რიგში საჭიროა მსურველმა დარეკოს და ჩაეწეროს პირველად კონსულტაციაზე. კონსულტაცია კვებითი ქცევის სპეციალისტებთან ჩვენთან არის უფასო. ამ დროს ხდება პაციენტის ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ვაცნობთ ჩვენს მეთოდებს. ამის შემდეგ, ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ჩვენი მეთოდით წონაში კლება. რამდენიმე სიტყვით აგიხსნით რას ნიშნავს ”ბორმენტალის” მეთოდით ჭარბი წონის დამარცხება.
ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ჭარბ წონას მხოლოდ ერთი მიზეზი არ იწვევს, შესაბამისად პაციენტთან ვმუშაობთ როგორც ფიზიოლოგიურ, ისე სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ვასწავლით ადამიანს, როგორ იკვებოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში 25 ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ტექნიკა გამოიყენება, რაც გულისხმობს ნივთიერებათ ცვლის პროცესის დაჩქარებას და ორგანიზმის ცხიმის შენახვის რეჟიმიდან ცხიმის დაწვის რეჟიმზე გადაყვანას, ვიყენებთ კუჭის მოცულობის შემცირების ტექნიკას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მცირე რაოდენობის საკვებით დავნაყრდეთ და ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომ ადამიანი იკვებოს შიმშილის მიხედვით, არ ჰქონდეს მას კვებითი დამოკიდებულება საკვების მიმართ და ჰქონდეს გაცნობიერებითი დამოკიდებულება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა ტრენინგების შემდეგ სოციალურ გარემოში დაბრუნებისას მოახერხოს სწორად და ჯანსაღად ადაპტირება. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, რას ნიშნავს ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, სოციალური და კვებითი ჩვევის ფაქტორები? ფიზიოლოგიური ფაქტორი გახლავთ სხვადასხვა დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, ნივთიერებათა ცვლა, ორსულობა, ჰორმონალური ფონი. ფსიქოლოგია არის ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესები, რომლის შედეგიც არის გრძნობები და ემოციები. დღეს თანამედროვე დაავადებების 99% ფსიქოსომატურია, რადგან ემოციების ფონზეა გაჩენილი. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, ეს გულისხმობს ოჯახს, სადაც ადამიანი იზრდება, სწავლობს კვებას და გარემოს, სადაც მას უწევს ურთიერთობა. რაც შეეხება კვებითი ჩვევებს, ეს შეიძლება იყოს დასწავლილი, ან გამომუშავებული - ის რაც მასწავლეს, რომ უნდა შევჭამო ბოლომდე, არ დავტოვო და ა.შ. და მეორე ფაქტორი, როდესაც გამომუშავდება საკვების მიღების დრო, ანუ როდესაც არ მაქვს დრო საკვები გადავანაწილო მთელს დღეზე და დღიურ ნორმას ვიღებ საღამოს. ჩვენ ვახსენეთ კვებითი ქცევის სპეციალისტი, რაში ეხამრება ის უშუალოდ ადამიანს? ის პაციენტს ეხმარება შეცვალოს კვებითი დამოკიდებულება საკვებთან, როგორ უნდა ჭამოს ყველაფერი რაც მას უყვარს, მაგრამ კი არ მოიმატოს, არამედ დაიკლოს და შეინარჩუნოს სასურველი წონა. როდესაც ოთხივე ფაქტორზე ხდება მუშაობა, ადამიანს აღარ აქვს სტრესი, მას შეუძლია ჭამოს, მიიღოს სიამოვნება დღესასწაულზე... რას იტყვით ადამიანებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვთ ჩამოყალიბებეული ჩვევები, იკვებებიან როდესაც უნდათ, რამდენიც სურთ... როგორ ცვლით მათ ჩვევებს? ადამიანების უმრავლესობას აქვს ეს კითხვა - 25, 35 წელი ვიცხოვრე ასეთი ჩვევებით და თქვენ როგორ შემაცვლევინებთ ჩვევებს თუნდაც ერთ წელიწადში? მთავარი არის სურვილი, რომ მას სურდეს რაიმეს შეცვლა. ჩვევების შეცვლა შესაძლებელია, რადგან ახალსა და კარგს ადამიანი მალე სწავლობს. თუკი ვხედავ, რომ შედეგი მაქვს, ვხედავ რომ ვიკლებ წონაში, სანტიმეტრებში და ვხვდები, რომ მაქვს საშუალება არასწორად დასწავლილი უნარ-ჩვევა შევცვალო და განვიმტკიცო ჩემივე მოტივაციით. გარდა იმისა, რომ ჩვენთან ტარდება მთავარი საბაზისო ოთხდღიანი ტრენინგები, ორ კვირაში, თვეში ერთხელ პაციენტი მუდმივად ხვდება თავის სპეციალისტს და ხდება შედეგის განმტკიცება, შედეგების შეფასება და ახალი რეკომენდაციების მიცემა. სწორედ ამის გამო გვაქვს ასეთი შედეგები. თქვენს მეთოდებში არ არის რაიმე კონკრეტული დიეტა, არსებობს კალორიების გამომთვლელი სისტემა... კალორიების დათვლა არის ყველაზე მარტივი მეთოდი, ეს არის კვებითი რეკომენდაცია. თუკი სურს კონკრეტული, დროში გაწერილი შედეგი, კალორიები ეხმარება მას იმაში, რომ შედეგი ჰქონდეს თვალსაჩინო, დროული და სწრაფი. კალორაჟი ინდივიდუალურია, ასაკიდან, სიმაღლიდან, წონიდან გამომდინარე. დახარჯულ და მიღებულ ენერგიას შორის უნდა იყოს განსხვავება, რომ გვქონდეს შედეგი. მთავარია, ის ენერგია, რასაც ადამიანი დღის განმავლობაში იღებს იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი თავს გრძობდეს ჯანსაღად, მიიღიოს ცილა, ნახშირწყლები და ჭამოს დესერტიც. მინდა პრაქტიკაში გავრცელებულ თეორიებზე გკითხოთ, პირველ რიგში ეს ეხება წყალს. რა დამოკიდებულება აქვს ”ბორმენტალის” მეთოდს ამასთან? ზოგადად, ”ბორმენტალის” მეთოდის მიხედვით კვება არ არის რაიმე კონკრეტული გამოგონილი მეთოდი. ადამიანმა უნდა ჭამოს შიმშილის მიხედვით. წყალი ერთადერთი სითხეა, რომელიც ორგანიზმში არ ჩერდება. ამიტომ 1.5-2 ლიტრი წყალი ადამიანმა უნდა მიიღოს აუცილებლად, სურს თუ არა წონის დაკლება. კვებით დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდით და აღვნიშნეთ, რომ ადამიანებს ძალიან უყვართ შოკოლადი... აქ როგორია თქვენი მიდგომა? შოკოლადი ჩვეულებრივი დესერტია და ჩვენ მას არ ვკრძალავთ. თუ ვფიქრობ, რომ შოკოლადი ძალიან მიყვარს, კვებითი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ და არის კიდევ მეორე, როდესაც მშია, ჩანთაში მაქვს შოკოლადი და რამდენიმე წამში შეიძლება დავნაყრდე. თუმცა, დასანაყრებლად ის არ გამომადგება, რადგან აქვს მაღალი კალორაჟი და ნახევარ საათში ისევ თავიდან დგება შიმშილი. უმჯობესია ადამიანმა მიიღოს ნოყიერი სადილი და დესერტად შოკოლადი. ტრენინგების გავლის შემდეგ ადამიანების უმრავლესობა ხვდება, რომ შოკოლადზე უბრალოდ იყო დამოკიდებული. თუკი მანამდე მთლიანი შოკოლადი სჭირდებოდა, ტრენინგების შემდეგ შესაძლოა რამდენიმე ნატეხით, იგივე სიამოვნება მიიღოს. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ართულებს სიტუაციას - ნაცვლად იმისა საკვები მივიღო გამოზომილად, მირჩევნია საერთოდ არ მივიღო... საქმე ის არის, რომ გამოზომილი სინამდვილეში არაფერია. მას ეცვლება დამოკიდებულება საკვების მიმართ, ხდება კუჭის მოცულობის შემცირება და ზომიერი რაოდენობით დანაყრება. აქ არ არის საუბარი მინიმალურ რაოდენობაზე. აქ არ უწევს ადამიანს ფორმულების გამოგონება. თუ შეგიმჩნევიათ, როდესაც მთელი დღე არაფერი გიჭამიათ, უფრო დაღლილი ხართ, მაგრამ თუკი საკვებს სამ-ოთხ საათში ერთხელ იღებთ, ხართ ენერგიული და ხართ ტონუსში. თუ რეჟიმი არ გაძლევს საშუალებას იკვებო 3-4 საათში ერთხელ, რა რეკომენდაცია გაქვთ ასეთ დროს? ასეთ დროს მთავარია ადამიანებმა დრო გამოიყენონ რაციონალურად. როგორც კი ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ არის ამ სამყაროს ცენტრი და მის გარშემო ხდება ყველაფერი, ხვდება, რომ ის უნდა იყოს ჯანმრთელი, ძლიერი, კმაყოფილი, ბედნიერი და ჰქონდეს ისეთი სხეული, როგორიც სურს, ის აუცილებლად გამონახავს 5-10 წუთს საკუთარი თავის გამოსაკვებად. აქ არის დამოკიდებულების პრობლემა, ეს არის ჩვენი მეთოდის ამომავალი წერტილი, რომ ადამიანებს ვასწავლოთ, როგორ უყვარდეთ საკუთარი თავი. როგორ არის დროში გაწერილი თქვენი პროგრამა? პირველადი კონსულტაციის შემდეგ, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა წონაში დაკლება და ჩვენი მეთოდი მისთვის მისაღებია, პირველივე, ოთხდღიანი ტრენინგისას უკვე არის პირველი შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ იმაზე მეტს ჭამს, ვიდრე მანამდე, მაინც სიმსუბუქის შეგრძნება აქვს, იწყება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტიურება და ხედავენ შედეგს. ტრენინგის დასრულების შემდეგ პაციენტი სპეციალისტს ერთი თვის შემდეგ ხვდება და 5-10-12 კილომდე აქვს თითოეულ მათგანს წონიდან გამომდინარე დაკლებული. ჩვენ მათ 12 თვის განმავლობაში ვუწევთ მეთვალყურეობას. უმნიშვნელოვანესია შედეგის შენარჩუნება და მას წონის პრობლემა აღარ უნდა შეექმნას. ვინ შეიმუშავა ბორმენტალის ჯადოსნური მეთოდები? მთავარი ჯადოსნობა ალბათ ის არის, რომ ჩვენი სპეციალისტები ორიენტირებულნი არიან პაციენტის დახმარებაზე. ვითვალისწინებთ ნებისმიერ ინდივიდუალურ ფაქტორს, ეს კარგი კომუნიკაციის პირველი ნაბიჯია. ჩვენთან მოსული ადამიანი არის პრიორიტეტი და მას ვეხმარებით მაქსიმალურად. ჩვენთან ყველა კვებითი ქცევის ფსიქოლოგი არის გამხდარი და მოხდენილი და ისინი იძლევიან მაგალითს. თუკი სპეციალისტი კარგ ფორმაშია, ე.ი მას შეუძლია სხვისი დახმარება. ევროპასა და ამერიკაში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რამდენად იყო წონის კლებაში ფსიქოლოგის ჩართვა მნიშვნელოვანი, რუსეთში კი შემუშავდა სტრუქტურა. ვიყენებთ ფსიქოტექნიკებს, რაც ადამიანს პირველ რიგში დამოკიდებულების შეცვლაში ეხმარება. თუკი ვიკვებები სწორად, ორგანიზმი მპასუხობს და იწყება ცხიმის წვა. ვიწყებ იმის განსხვავებას, მშია თუ არა რეალურად, თუ მაქვს მადა და მინდა დავძლიო სტრესი. როდესაც ადამიანს აქვს სტრესი, მას სხვაგვარი დახმარება სჭირდება... ხშირ შემთხვევაში ადამიანს აქვს ქრონიკული სტრესი, იცის რომ ვერაფერს შეცვლის. შესაძლებელია ნებისმიერი სტრესული ვითარების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. როგორც კი ადამიანი ამას სწავლობს, იწყებს დამოკიდებულების შეცვლას. ის თავის თავში ნახულობს იმ ძალას, რაც სჭირდება სტრესის გასამკლავებლად და შვებას საკვებში აღარ ეძებს. ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება წონაში დაკლების შემდეგ... რეალურად რა ხდება ადამიანის ორგანიზმში და რატომ ხდება ის უფრო ბედნიერი? სხვა დანარჩენი გაწერილი დიეტების დაცვისგან განსხვავებით, როგორც კი პაციენტი „ბორმენტალის“ მეთოდით იკლებს წონაში, პირველ რიგში იშორებს დიდ სამოსს. ადამიანი იწყებს ცხოვრებას აწმყოში და არა წარსულში, ან მომავალში. იწყებს ცხოვრებას დღევანდელი შეგრძნებებით, იწყებს სიამოვნების მიღებას. თუკი წონაში დაკლებამდე მისი ცხოვრება იწყებოდა ყოველი ორშაბათიდან, ჩვენი ტრენინგების შემდეგ ადამიანები იწყებენ ცხოვრებას დღეიდან. აწმყოში ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია.
წონაში კლებასთან ერთად იცვლება გარდერობი, გემოვნება, ასაკიც კი. რაც უფრო თავდაჯერებულია ადამიანი, მით უფრო რეალიზებულია. ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის და წონაში დაკლებული ადამიანები გრძნობენ, რომ ისინიც ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც დანარჩენები.
[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/03/stumrad-eqimtan22.03.mp3"][/audio] [post_title] => რაში მდგომარეობს „ბორმენტალის“ მეთოდი, რომლის დახმარებითაც ჭარბ წონას სამუდამოდ დაემშვიდობებით [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rashi-mdgomareobs-bormentalis-metodi-romlis-dakhmarebitac-charb-wonas-samudamod-daemshvidobebit [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-03-23 15:13:01 [post_modified_gmt] => 2017-03-23 11:13:01 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=117234 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 115438 [post_author] => 4 [post_date] => 2017-03-16 13:49:37 [post_date_gmt] => 2017-03-16 09:49:37 [post_content] => გადაცემას ”სტუმრად ექიმთან”  ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ექიმი გასტროენტეროლოგი მიხაელ ლენცე მარიამ ღუღუნიშვილთან ერთად ესტუმრა. მარიამი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტი გახლავთ ზოგადი პედიატრიის მიმართულებით. მიხაელ ლენცე  საქართველოში განსაკუთრებული მისიით იმყოფება. გერმანიის სახელმწიფოს დაფინასნებით ჩვენი რესპოდენტი უკვე მეოთხე წელიწადია, რაც საქართველოშია, უფრო სწორად კი წელიწადში  6 თვის განმავლობაში გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში იღებს ამბულატორიულ და სტაციონარულ პაციენტებს და უტარებს ლექციებს სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტის მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს. თქვენ ხართ ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე,  ბრძანდებოდით  ბავშვთა გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. დღეს გივი ჟვანის სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ქართველ პაციენტებს უწევთ კონსულტაციებს. რატომ გააკეთეთ არჩევანი ჩვენს ქვეყანაზე? პირველად საქართველოში 2005 წელს ჩამოვედი, მაშინ ევროპის გასტროენტეროლოგთა საზოგადოებას აქ ჰქონდა სკოლა, ძალიან მომეწონა მთები, რადგან მე ვცხოვრობ ბავარიაში, რომელიც ასევე მთიანია. ხალხი ძალიან მეგობრული იყო და ჩავთვალე, რომ ქართული მედიცინისთვის შემეძლო რაიმე გამეკეთებინა. მოდით, გადავიდეთ ყველაზე გავრცელებულ ჩივილებზე, რომლის გამოც მშობლები ყველაზე ხშირად მიმართავენ პედიატრს. ეს არის ენტეროვირუსები, რესპირაციული ინფექციები და მასთან დაკავშირებული სიმპტომები, ყველაზე ხშირად სპაზმური ხველა და მაღალი ტემპერატურა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად სწორად მიმდინარეობს ამ დაავადებების მკურნალობა საქართველოში? ყველა დაავადება სეზონურია, მე აქ ვარ ოქტომბრიდან აპრილამდე და უხშირესად სწორედ რესპირატორულ ინფექციებთან გვაქვს საქმე. დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ისევე დგინდება, როგორც ევროპაში, შეიძლება ცოტათი მეტი დრო დაგვჭირდეს, მაგრამ დიაგნოზი ნამდვილად სწორად ისმევა. უფრო ნათელი რომ გახდეს, რა ჩივილების დროს შეიძლება თქვენთან კონსულატაციაზე მოსვლა, თქვენ 10:00 საათიდან იღებთ პაციენტებს... ჩემი სუბსპეციალობაა პედიატრიული გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია და ნუტრიციოლოგია, ანუ კვება, შესაბამისად, პაციენტებს შეუძლათ ნებისმიერი შესაბამისი პრობლემისას მობრძანდნენ. რაც შეეხება კვებას, ბოლო 4 წლის განმავლობაში შევამჩნიე, რომ სამედიცინო უნივერსიტეტებში ეს საკითხი ცუდად ისწავლება. ძალიან  მაინტერესებს იშვიათი დაავადებები, ანუ ის რაც 50 000 ბავშვში ერთხელ გხვდება და ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ვიდრე კონკრეტულ ჩივილებზე ვისაუბრებთ, რომლის დროსაც ყველაზე მაღალი მიმართვიანობაა ჩვენ ქვეყანაში, ბოლო დროის აქტუალურ თემებზე მინდა გკითხოთ. ესაა მენინგოკოკური ინფექცია. სულ ცოტა ხნის წინ 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა ამ დიაგნოზით... როგორ იწყება დაავადება და რამდენად არის პნევმოკოკის ვაქცინა მიმართული მენინგიტის საწინააღმდეგოდ?   საქართველოში ზოგიერთი ვაქცინა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში ძალიან ხშირად გამოიყენება, არ არის პოპულარული. ასეთია პნევმოკიკის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც იცავს ბავშვს ფილტვის, ხახისა და ყურის ინფექციებისგან. რაც შეეხება მენინგიტსა და მენინგოკურ ინფექციას, მისი მკურნალობა იწყება იმით, რომ უნდა გავაკეთოთ აცრა. აღნიშნული ვაქცინა ადრე ამერიკასა და ევროპაშიც არ კეთდებოდა, ახლა კი კეთდება. პნევმოკიკის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში არ გვაქვს და შესაბამისად არც კეთდება. ბოლოს ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალება გამოიწვია იმან, რომ ის იყო საქართველოდან და არ ჰქონდა ვაქცინა გაკეთებული. რომ ყოფილიყო აცრილი, შესაძლოა ეს შემთხვევა ლეტალურად არ დასრულებულიყო. ზოგადად, დაავადების მკურნალობა ყველაზე ადვილი მაშინ არის, როდესაც პრევენციაა ჩატარებული, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. როგორია თქვენი რეკომენდაცია იმ მშობლებისთვის, ვისაც ძალიან ეშინია ამ ინფექციის და როგორც გავარკვიეთ, სხვადასხვა ტიპის მენინგიტისთვის სხვადასხვა ვაქცინა არსებობს... როგორ უნდა ამოიცნონ მშობლებმა მენინგიტი, რომ არ დააგვიანონ ექიმთან ვიზიტი? რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, ეს სახელმწიფომ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს, შემოიტანონ ვაქცინა და აიცრან ბავშვები, სხვანაირად ვერანაირად ვერ დავიცავთ თავს ამ დაავადებისგან. რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორ უნდა გავმიჯნოთ მენინგიტი სხვა დაავადებებისგან.
გეტყვით, რომ ეს არ არის დაავადება, რომლის განვითარებასაც რამდენიმე დღე სჭირდება, მენინგოკოკური ინფექცია რამდენიმე საათში ვითარდება. იწყება ცხელებით, ჩნდება სისხლჩაქცევის მსგავსი გამონაყარი, შეიძლება იყოს გონების დაკარგვაც. დაავადება მიმდინარეობს მძიმედ.
შესაძლოა მენინგოკოკური ინფექცია მხოლოდ მენინგიტით განვითარდეს, ან შეიძლება დაერთოს სეპტიური შოკიც. ჩვენ არ ვიცით, რა დაემართა 18 წლის გოგონას საფრანგეთში, მაგრამ სავარაუდოდ სწორედ სეპტიური შოკით მიმდინარეობდა დაავადება. რისკის ორი ჯგუფი არსებობს, 2 წლიდან სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და მოზარდობის პერიოდში. როდესაც არ გვაქვს სახელმწიფოში ვაქცინა, არსებობს თუ არა გამოსავალი და რამდენად ეფექტურია მკურნალობა, ხომ არ ტოვებს რაიმე პრობლემას მაგალითად თავის ტვინზე? მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიოკებით და ეს აუცილებლად ეჭვის გაჩენისთანავე უნდა დაიწყოს. ბაქტერიას შეუძლია სისხლძარღვის კედელზე წარმოქმნას შედედებები და ბავშვმა დაკარგოს კიდურები, თითები, ჩვენ ამას ემბოლებს ვეძახით და სად გაჩერდება ის, არავინ იცის. ეს ხშირად სიმპტომების დაწყებიდან მკურნალობის დაწყებამდე დროზეა დამოკიდებული. მაღალი ტემპერატურა და ხველა - ბევრი განსხვავებული პასუხია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა რეკომენდაციებს მოგვცემთ თქვენ? ხველა და მაღალი ტემპერატურა მთელი მსოფლიოს ბავშვების პრობლემაა. როდესაც ეს სიმპტომები აქვს ბავშვს, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, მოისმინოს ფილტვები და გადაწყვიტოს, ეს არის ბაქტერიული, ვირუსული ხველა და ცხელება, თუ ეს არის პნევმონია. თუ საქმე პნევმონიასთან გვაქვს, აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ზამთრის პერიოდში ცხელება და ხველა ძალიან ხშირია, შესაბამისად, სიკვდილიანობას რესპირატორული გზების დაავადებები და კვების დეფიციტი ხშირად იწვევს. ვახველებთ იმიტომ, რომ ფილტვებში არსებული ლორწო ამოვიღოთ. ბავშვები ამას ვერ ახორციელებენ და ყლაპავენ. ამოსახველებელი და ლორწოს დამშლელი პრეპარატები აადვილებენ ამოხველებას.
უნდა გამოვიყენოთ თუ არა ნახველის გამათხელებელი პრეპარატები? პასუხი მარტივია  - არა, რადგან ბაზარზე არ შემოდის ისეთი პრეპარატები, რომლებიც რეალურად მოქმედებენ და ამის დადასტურება არა ერთი კვლევით შეგვიძლია.
კვლავ საქართველო და ევროპული გამოცდილება. რა განსხვავებაა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების კუთხით? ოქტომბრიდან აპრილამდე დაავადებებს ვირუსები იწვევენ, სამწუხაროდ, დიაგნოსტიკაში საქართველოში ჩავარდნა არის, ვერ ვიკვლევთ, კონკრეტულად რომელი ვირუსი იწვევს დაავადებას, რადგან არსებობს ვირუსის აგენტის საწინააღმდეგო მკურნალობა. ვერ დაიწყებ მკურნალობას, თუ არ გაქვს დიაგნოსტიკრებული, რომელმა ვირუსმა გამოიწვია დაავადება. სასურველია, ის მარტივი ტექნიკა, რომელიც არსებობს ევროპასა და ამერიკში, გამოყენებულ იქნას საქართველოშიც. აუცილებლად მინდა გკითხოთ პრობიოტიკებზე. რეკომენდებულია თუ არა მათი მიღება პროფილაქტიკისთვის და თუ არა, მაშინ რა დროს უნდა დაინიშნოს ისინი? საქართველოში პრობიოტიკები ძალიან პოპულარულია. აქ ყოფნისას 6 თვის განმავლობაში 500-600 პაციენტს ვხვდები და თითქმის ყველას დანიშნული აქვს პრობიოტიკები და ერთ მიღებაზე რამდენიმეს იღებენ. პრობიოტიკები აუცილებელია, თუმცა მხოლოდ გარკვეული დაავადებების დროს: მწვავე გასტროენტერიტისას, ანუ როდესაც ბავშვს ეწყება ღებინება და თან ერთვის დიარეა, ეს ძირითადად ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში ვლინდება, ინფანტილური კოლიკების დროს, ჩვილებში ოთხ თვემდე, რომლებიც ტირიან გამუდმებით. დანარჩენი რესპირაციული დაავადებების – ყაბზობისას და მუცლის აბდომინალური ტკივილის დროს, პრობიოტიკები ეფექტური არ არის. რამდენად საშიშია ენტეროვირუსები და როგორია მისი მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მიდგომა? გასტროენტერიტების მთავარი გამომწვევია როტავირუსი, მისი მკურნალობა ყველაზე მარტივია პრევენციით, ანუ ვაქცინაციით. ამ დროს პირველ რიგში აუცილებელია სითხის მიღება, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას. მიღებული სითხე ორგანიზმში უნდა დარჩეს და არ გამოიდევნოს. საქართველოში მწვავედ დგას არასწორი კვების საკითხი. მშობლები ნაადრევად ჩქარობენ მისცენ პატარებს ტკბილეული, რაც, საბოლოოდ, წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. როგორია თქვენი მიდგომა ბავშვთა კვებაზე და რა რეკომენდაციების მიცემა შეიძლება მშობლებისთვის? კვება კულტურაზეა დამოკიდებული, ყველა ქვეყანას სხვადასხვა კულტურა აქვს და სხვადასხვანაირად იკვებებიან. ჩემს ქვეყანაში, გერმანიაში, 2-4 წლის ასაკში 12% უკვე ჭარბწონიანია, საქართველოს სტატისტიკა, სამწუხაროდ, არ ვიცი.
პედიატრს შეუძლია ”იწინასწარმეტყველოს” იქნება თუ არა ბავშვი მსუქანი მოზარდობაში. თუკი ბავშვი 6 წლამდე არის ჭარბი წონის, ის დიდი ალბათობით მოზარდობაშიც ჭარბწონიანი იქნება.
სავარაუდოდ, ჭარბწონიანი ბავშვების რაოდენობა საქართველოშიც მაღალია, რადგან ყოველდღიურად ვხვდები ასეთ პაციენტებს. რაც შეეხება ტკბილეულს, ის ცუდი არ არის, მთავარია რაოდენობა. უმჯობესია, პატარებს არ გავასინჯოთ, მაგრამ თუ მაინც გასინჯა, სასურველია, კბილები ტკბილის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში გავუხეხოთ. ერთადერთი, გამოვყოფ ტკბილ გაზიან სასმელს, რომელიც რაოდენობაში უნდა შეიზღუდოს. თავად ტკბილი საკვები, თუ ბავშვს ჭარბი წონა არ აქვს, შეზღუდული არ არის. რა რეკომენდაციებს მისცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე? როდესაც ვიბადებით, ჩვენი იმუნური სისტემა არ გაგვაჩნია და დამცველობით ფაქტორებს ვიღებთ დედისგან, რომელიც სამი-ოთხი თვე გრძელდება, სწორედ ამიტომ უნდა დავიწყოთ ამის შემდეგ აცრების ჩატარება. 80-150-მდე ავადობა სკოლის ასაკამდე, დასაშვებია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 6-8 კვირაში ბავშვს აქვს უფლება, იყოს ავად. ამით ის გარემოში არსებულ ვირუსებსა და ბაქტერიებს „სწავლობს“, რომელიც იმუნური სისტემის მეხსიერებაში დარჩება. ეს ფაქტორი გენეტიკაზეც არის დამოკიდებული, ზოგი ბავშვის იმუნური სისტემა უფრო მარტივად „სწავლობს” და ნაკლები ინფექცია შეხვდება, ზოგს კი უფრო მეტი. ბავშვებმა ძალიან ბევრი უნდა იმოძრავონ, ჩაერთონ სპორტში, არ უნდა ისხდნენ ეკრანებთან საათობით, რადგან სწორედ ასეთი ბავშვები ავადობენ ყველაზე ხშირად. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/03/Michael-Lance.mp3"][/audio] [post_title] => ცნობილი გერმანელი პროფესორი მიხაილ ლენცე მენინგოკოკური ინფექციის შესახებ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => cnobili-germaneli-profesori-mikhail-lence-meningokokuri-infeqciis-shesakheb [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-03-16 14:38:02 [post_modified_gmt] => 2017-03-16 10:38:02 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=115438 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 113441 [post_author] => 4 [post_date] => 2017-03-09 12:23:13 [post_date_gmt] => 2017-03-09 08:23:13 [post_content] => 8 მარტს, ”ავტორადიომ” და ნატა ხარაშვილის გადაცემამ ”სტუმრად ექიმთან”  რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინ ვინტრო განაყოფიერების კლინიკის „ინოვა ინ ვინტროს“ რეპროდუქტოლოგს და მეან-გინეკოლოგს ქეთი ოსიძეს უმასპინძლა, რომელმაც ქალთა ჯანმრთელობისა და ინ ვინტრო განაყოფიერებაზე ისაუბრა. - ქალბატონო ქეთი, რა შემთხვევაში და რა ტიპის პაციენტებისთვისაა ინ ვინტრო განაყოფიერება მისაღები? - სინჯარის ანუ ინ ვინტრო განაყოფიერება - პანაცეაა თითქმის ყველა ტიპის უშვილობის დროს. უშვილობის მკურნალობა პირველ რიგში  სწორ დიაგნოსტიკას გულისხმობს.
არის უშვილობის ფორმები, რომელთა პრობლემების დაძლევა სინჯარის განაყოფიერების გარეშე სამწუხაროდ შეუძლებელია. პირველ რიგში, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალს ქირურგიული ჩარევის ან გადატანილი ავადმყოფობების შემდეგ საერთოდ არ აქვს საშვილოსნო მილები ან ახასიათებს მათი ფუნქციური უკმარისობა და მამაკაცის შემთხვევაში, მძიმე ოლიგოსპერმიის დროს, როდესაც სპერმატოგენეზი იმდენად ნაკლულია, რომ რაოდენობისა და მოძრაობის პრობლემების გამო შეუძლებელია სხვა მეთოდებით დაეხმარო სპრემატოზოიდებს, რომ მიაღწიონ კვერცხუჯრედამდე და განაყოფიერება მოხდეს.
შესაძლოა თანდაყოლილად არ იყოს საშვილოსნო და აბსოლუტურად ნორმალური იყოს საკვერცხე - ეს სუროგაციის ჩვენებაა.  იმ შემთხვევაში კი, როცა საკვერცხე არ ფუნქცინირებს ან არის გენეტიკური პათოლოგია, საშვილოსნო კი, ექვემდებარება ჰორმონალურ მკურნალობას - ეს უკვე დონაციის საჭიროებაა. თუმცა, არის შეფარდებითი ჩვენებებიც, როცა მილი არის, მაგრამ ცუდად მუშაობს ან პერმოგრამაა საშუალო მონაცემების. ასეთ დროს ინ ვინტროს საჭიროებას უკვე ასაკი განსაზღვრავს, როცა ამ  მეთოდის გამოყენება აუცილებელია,  რაც უფრო ადრე მივმართავთ მას, მით უკეთესია, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ნაკლებია შანსი, რომ ერთჯერადი ცდა წარმატებული აღმოჩნდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულებაც, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად და რაც მთავარია, დროულად მოგვამრთავენ ახალგაზრდა წყვილები და შესაბამისად, დადებითი შედეგიც უფრო სწრაფად დგება. - როდის უნდა მიხვდეს წყვილი, რომ მას უშვილობის პრობლემა აქვს? - უშვილობის დასადგენად საჭიროა გარკვეული კვლევების ჩატარება. თუ ახალგაზრდა წყვილი არ მიმართავს კონტრაცეფციას და ორწლიანი  სქესობრივი თანაცხოვრების შემდეგ არ არის შედეგი, უხეში პათოლოგიის არ არსებობის შემთხვევაშიც კი ითვლება, რომ ეს უკვე უშვილობაა. თუ ცნობილია მიზეზი, მაგალითად ქალს გადატანილი აქვს მილების ანთება, რამაც გამოიწვია დაზიანება ან სხვა დაავადება, მაშინ მან სინჯარის განაყოფიერებას უნდა მიმართოს. შედარებით მსუბუქი, მაგალითად ჰორმონალური დარღვევების შემთხვევაში, ჯერ მისი მკურნალობა ხდება, პაციენტს გარკვეული დრო ეძლევა, 6-8 თვის დაკვირვების შემდეგ კი, დგინდება, აქვს თუ არა მას უფრო სერიოზული პრობლემები. - არსებობს თუ არა ოპტიმალური ასაკი ხელოვნური განაყოფიერებისთვის? - იდეალური შედეგი 35 წლამდეა. 35 წლიდან კი სტატისტიკა ნელდება, მაგრამ  ასეა ბუნებრივი ჩასახვის შემთხვევაშიც.  სინჯარის განაყოფიერება არ არის რეკომენდებული ძალიან ახალგაზრად ასაკში –20 წლის ქვევით, რადგან ამ დროს ჰიპერსტიმულაციის დიდი რისკია.საინტერესოა, საზღვარგარეთ გავრცელებულია ე.წ სოციალური ჩვენებით გაყინვა, როდესაც კარიერის გამო ახალგაზრდა ქალი არ არის მზად შვიის გაჩენისთვის, ის ყინავს კვერცხუჯრედს რომ მოგვიანებით შეძლოს უპრობლემოდ დაორსულება. მაგალითად კომპანია “Apple”-მ თავის თანამშრომლებს ეს უფასოდ გაუკეთა. ამ მეთოდგმა ჩვენთანაც მიიპყრო საზოგადოების ინტერესი. - რა იცვლება ქალის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად? - არსებობს ოვარიული რეზერვის მცნება, რაც იმ მარკების ერთობლიობას გულისხმობს, რომლითაც ქალის რეპროდუქციული ასაკი ფასდება. ეს კი,  პირველ რიგში საკვერცხის ფუნქციას ანუ მასში არსებულ კვერცხუჯრედების მარაგს უკავშირდება, რომელიც მხოლოდ მუცლად ყოფნის დროსაა პიკში. მერე კი, ყოველთვიურად იხარჯება გარკვეული რაოდენობით. იხარჯება არ ნიშნავს მომწიფებას, უბრალოდ იმ სტადიაში გადადის, როცა აპოპტოზამდე მიდის და ქრება, მერე კი, ფოლიკულთა შემდეგი ჯგუფი იწყებს მომწიფებას.  35 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ქალთან ეს ცვლილებები ხელშესახები ხდება და შეგვიძლია ციფრობრივად დავადგინოთ ანტიმიულერული ჰორმონით. ანტიმიულერის ჰორმონი კლიმაქსის დაწყებამდე, დაახლოებით 8 წლით ადრე იცვლება. მართალია, კლიმაქსის დროს ოვულატორული ციკლები ანუ ერთეულ ფოლიკულთა მომწიფება კიდევ ხდება, მაგრამ რაოდენობასთან ერთად იცვლება მათი ხარისხიც. 35-40 წლამდე კვერცხუჯრედთა ხარისხი კარგია, მაგრამ უკვე კლებულობს რაოდენობა. ხარისხი კვერცხუჯრედის ქრომოსომული შემადგენლობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ასაკი, პროპორცია ნორმალურ და პათოლოგიურ კვერცხუჯრედებს, ემბრიონებს შორის ირღვევა. 44 წლის შემდეგ ესაა 10-დან 1 ან 2. სანამ პაციენტს აქვს ოვულაცია და კვერცხუჯრედი, არც ერთ ექიმს არა აქვს უფლება უთხრას მას, რომ ვერ დაორსულდება. თუმცა, ამგვარ შემთხვევაში ორსულობის შანსი ძალიან მცირე - სულ რაღაც 3-5%-ია. გარდა ამისა, შედარებით გვიან, მაგრამ იცვლება საშვილოსნოს ფიზიოლოგია, ამიტომ დონაციის ანუ ახალგაზრდა კვერცუჯრედის საშვილოსნოში ორსულობის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელი,თუმცა ძალიან დიდ ასაკში მიღებული ორსულობა მაინც არ არის სასურველი. - რამდენად სწორია, მოსაზრება თითქოს მეორე ორსულობა გვიან ასაკში უფრო მარტივად დგება, ვიდრე პირველი? - პირველი ორსულობის დროს ძალიან დიდი ცვლილებები ხდება ორგანიზმში, რადგან სხვა აღნაგობას იძენენ სისხლძარღვოვანი ტოტები.  ბევრად რთული ხდება პირველი პლაცენტის წარმოქმნა, ინპლანტაცია, ინვაზია, რაც მოშლის საშიშროებასთანაცაა დაკავშირებული. სწორედ ამაშია სუროგაციის ფენომენი და სწორედ იმიტომ აქვს სუროგატს თუნდაც ოდნავ მეტი შანსი, რადგან მას ნამშობიარები საშვილოსნო აქვს და სამეანო გართულებების რისკიც ბევრად ნაკლებია. - რა ეტაპები უნდა გაიაროს მან, ვისაც ხელოვნური განაყოფიერება ჭირდება? - ყველაფერი სწორი დიაგნოსტიკით იწყება. აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს ყველა წვრილმანი, მათ შორის რამდენადაა პაციენტი მზად მორალურად. მოგვიანებით იწყება სტიმულატორების გამოყენება. როცა განისაზღვრება, რომ ფოლიკულები საკმაო რაოდენობით დასაკმაო დიამეტრის არის,  ვენური ანესთეზიით ხდება მათი ამოღება.
მთავარია, გვქონდეს კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი, მათ შეერთებაზე კი, ემბრიოლოგი ზრუნავს სპეციალური მიკრომანიპულატორის ქვეშ. 2-5 დღე ემბრიონი ინკუბატორში კულტივირდება და ყოველდღიურად ფასდება მისი დაყოფის სისწრაფის მიხედვით, რამდენად მაღალია მიმაგრების შანსი, ჩვენ უკვე გადატანამდე ვიცით.
ჩვეულებრივ, ვცდილობთ ორ ემბრიონზე მეტი არ გადავიტანოთ, ბევრი ემბრიონის გადატანისას  ასე ორსულობის ალბათობა იზრდება, მაგრამ პარალელურად იზრდება ტყუპის და სამნაყოფიანის ალბათობაც, რაც არც ჩვენ გვიყვარს, არც ჩვენს მეგობარ მეანებს. გადატანიდან 13-14 დღეში ორსულობის დასადგები სისხლის ანალიზის პასუხი გვაქვს, რომელიც თითქმის ყოველთვის ერთმნიშვნელოვანია და ძალიან იშვიათად ითხოვს გამეორებას, 3 კვირაში ჩანს სანაყოფე პარკი, 5 კვირაში კი - გულისცემა. - როგორია ორსულობის მართვა და რით განსხვავდევდება ჩვეულებრივი ორსულობისგან? - ხელოვნური გზით განაყოფიერებით დამდგარი ორსულობის მართვა მართლაც განსხვავდება ფიზიოლოგიურისგან და განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრში, რაც სხვათაშორის, ასაკსა და პროცედურაზეცაა დამოკიდებული. ამიტომ პაციენტი სულ მცირე 12 კვირას ჩვენთან ატარებს. რა თქმა უნდა, ის აღრიცხვაზეცაა გინეკოლოგთან, კონსულტაციას მეანისგან ზედამხედველობით იღებს. - რამდენად იდენტურია  საქართველოში და საზღვარგარეთ განხორციელებული ინ ვინტრო პროცედურები? - ჩვენი სფეროს განვითარება პირველ რიგში დიდი რაოდენობით უცხოელი პაციენტების სხვადასხვა მიზეზით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამ განაპირობა. გამომდინარე აქედან, აუცილებელი გახდა მაღალი ხარისხის და სტანდარტების დაცვა. მეამაყება, რომ საქართველოს კლინიკებში ხშირად მომსახურების უფრო მაღალი დონეა, ვიდრე საზღვარგარეთ. ევროპის ქვეყნებში ექიმები შეზღუდულები არიან ე.წ. გაიდლაინით, რომელიც მათ გარკვეული წესების თუ პროტოკოლის დაცვას ავალდებულებს. ვთვლი, რომ ჩვენი სფერო საქართველოში ბევრად უკეთეს პირობებშია. - ინსემინაციის თემას რომ შევეხოთ. გინეკოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ამ პროცედურამ დაკარგა ეფექტურობა. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? - გაიდლაინის მიხედვით არსებობს პათოლოგიები, როცა ზოგადად ყველაფერი წესრიგშია ან მხოლოდ მცირედაა ნორმიდან გადახრა და ისე ვერ ჩაატარებ ინ ვინტრო განაყოფიერებას თუ გარკვეული ეტაპები არ გაიარე, რადგან ითვლება, რომ ინსემინაცია ისეთივე ეფექტურია, როგორც სინჯარის განაყოფიერება. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/03/Keti-Mix-Down.mp3"][/audio] [post_title] => რა დროს არის აუცილებელი ინ ვიტრო განაყოფიერება – ქეთი ოსიძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან" [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ra-dros-aris-aucilebeli-in-vitro-ganayofiereba-qeti-osidze-gadacemashi-stumrad-eqimtan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-03-10 12:50:10 [post_modified_gmt] => 2017-03-10 08:50:10 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=113441 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 117234 [post_author] => 4 [post_date] => 2017-03-23 15:07:56 [post_date_gmt] => 2017-03-23 11:07:56 [post_content] => გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ცენტრ „ბორმენტალის“  ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი, კვებითი ქცევის სპეციალისტი თამთა ჭურაძე ესტუმრა. გადაცემის თემა კი გახლდათ გახდომა სტრესის გარეშე . რა არის ჭარბი წონის ყველაზე ხშირი მიზეზი და რატომ არის ასეთი მასიური ჭარბწონიანობა? ჭარბწონიანობას რამდენიმე მიზეზი აქვს. წონაში მატება შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა,  ფიზიოლოგიურმა, სოციოლოგიურმა გარემოებებმა და კვებითმა უნარ–ჩვევებმა. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ორსულობის გამო მოიმატა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ წონის მატება გენეტიკურმა მიზეზებმა გამოიწვია, ზოგი კი ამბობს, რომ დრო არ აქვს და ა.შ. სინამდვილეში კი ჭარბ წონას ერთი კონკრეტული მიზეზი არ იწვევს.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც არის კვებითი ჩვევები, რომელიც სამი ფაქტორიდან გამომდინარეობს - ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური.
შეიძლება, ადამიანს დრო არ ჰქონდეს, რომ იკვებოს და მხოლოდ დღის მეორე ნახევარში ახერხებს საკვების მიღებას, ან საკვებთან ემოციური დამოკიდებულების გამო მთელი დღე სუსნაობს და სტრესთან გამკლავებას ცდილობს. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ ფაქტორს, ხშირად ლაქტაციის პერიოდში, ან მშობიარობის შემდეგ ადამიანი იკვებება არასწორად, იმატებს იმაზე მეტს, ვიდრე ფიზიოლოგიურ ნორმებში ჯდება და ხშირია გადაძღომისა და ჭარბი რაოდენობით საკვების მიღების მომენტები. ჭარბი წონის მთავარი მიზეზი არის საკვების ჭარბი რაოდენობით, ან არასწორად მიღება და ამ კვებითი ჩვევების მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად გვსმენია ტერმინი ”გენეტიკური ფაქტორი”... ამ შემთხვევაში თუ არსებობს გამოსავალი? გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს. ადამიანები, რომლებსაც ჭარბწონიანი დედა ან ბებია ჰყავთ, მუდმივად ცდილობენ, წონაში დაიკლონ. რადგან ადამიანი ცდილობს წონაში დაკლებას, მას სჯერა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება. გენეტიკურად ძირითადად კვებითი ჩვევები გადადის. გერმანიაში წლების წინ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჭარბი წონის გენი არ არსებობს, არსებობს გენეტიკური მიდრეკილება, რომელსაც პირველ რიგში კვებითი ტრადიციები იწვევს. რა არის ბორმენტალის ცენტრის მთავარი საქმიანობა და რა არის ის საიდუმლო, რისი წყალობითაც ადამიანები გასაოცარ შედეგებს აღწევენ. ვინ არიან თქვენი ცენტრის პოტენციური პაციენტები და რა არის საჭირო იმისთვის, რომ პაციენტი თქვენთან მოხვდეს? პირველ რიგში საჭიროა მსურველმა დარეკოს და ჩაეწეროს პირველად კონსულტაციაზე. კონსულტაცია კვებითი ქცევის სპეციალისტებთან ჩვენთან არის უფასო. ამ დროს ხდება პაციენტის ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ვაცნობთ ჩვენს მეთოდებს. ამის შემდეგ, ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ჩვენი მეთოდით წონაში კლება. რამდენიმე სიტყვით აგიხსნით რას ნიშნავს ”ბორმენტალის” მეთოდით ჭარბი წონის დამარცხება.
ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ჭარბ წონას მხოლოდ ერთი მიზეზი არ იწვევს, შესაბამისად პაციენტთან ვმუშაობთ როგორც ფიზიოლოგიურ, ისე სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ვასწავლით ადამიანს, როგორ იკვებოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში 25 ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ტექნიკა გამოიყენება, რაც გულისხმობს ნივთიერებათ ცვლის პროცესის დაჩქარებას და ორგანიზმის ცხიმის შენახვის რეჟიმიდან ცხიმის დაწვის რეჟიმზე გადაყვანას, ვიყენებთ კუჭის მოცულობის შემცირების ტექნიკას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მცირე რაოდენობის საკვებით დავნაყრდეთ და ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომ ადამიანი იკვებოს შიმშილის მიხედვით, არ ჰქონდეს მას კვებითი დამოკიდებულება საკვების მიმართ და ჰქონდეს გაცნობიერებითი დამოკიდებულება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა ტრენინგების შემდეგ სოციალურ გარემოში დაბრუნებისას მოახერხოს სწორად და ჯანსაღად ადაპტირება. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, რას ნიშნავს ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, სოციალური და კვებითი ჩვევის ფაქტორები? ფიზიოლოგიური ფაქტორი გახლავთ სხვადასხვა დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, ნივთიერებათა ცვლა, ორსულობა, ჰორმონალური ფონი. ფსიქოლოგია არის ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესები, რომლის შედეგიც არის გრძნობები და ემოციები. დღეს თანამედროვე დაავადებების 99% ფსიქოსომატურია, რადგან ემოციების ფონზეა გაჩენილი. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, ეს გულისხმობს ოჯახს, სადაც ადამიანი იზრდება, სწავლობს კვებას და გარემოს, სადაც მას უწევს ურთიერთობა. რაც შეეხება კვებითი ჩვევებს, ეს შეიძლება იყოს დასწავლილი, ან გამომუშავებული - ის რაც მასწავლეს, რომ უნდა შევჭამო ბოლომდე, არ დავტოვო და ა.შ. და მეორე ფაქტორი, როდესაც გამომუშავდება საკვების მიღების დრო, ანუ როდესაც არ მაქვს დრო საკვები გადავანაწილო მთელს დღეზე და დღიურ ნორმას ვიღებ საღამოს. ჩვენ ვახსენეთ კვებითი ქცევის სპეციალისტი, რაში ეხამრება ის უშუალოდ ადამიანს? ის პაციენტს ეხმარება შეცვალოს კვებითი დამოკიდებულება საკვებთან, როგორ უნდა ჭამოს ყველაფერი რაც მას უყვარს, მაგრამ კი არ მოიმატოს, არამედ დაიკლოს და შეინარჩუნოს სასურველი წონა. როდესაც ოთხივე ფაქტორზე ხდება მუშაობა, ადამიანს აღარ აქვს სტრესი, მას შეუძლია ჭამოს, მიიღოს სიამოვნება დღესასწაულზე... რას იტყვით ადამიანებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვთ ჩამოყალიბებეული ჩვევები, იკვებებიან როდესაც უნდათ, რამდენიც სურთ... როგორ ცვლით მათ ჩვევებს? ადამიანების უმრავლესობას აქვს ეს კითხვა - 25, 35 წელი ვიცხოვრე ასეთი ჩვევებით და თქვენ როგორ შემაცვლევინებთ ჩვევებს თუნდაც ერთ წელიწადში? მთავარი არის სურვილი, რომ მას სურდეს რაიმეს შეცვლა. ჩვევების შეცვლა შესაძლებელია, რადგან ახალსა და კარგს ადამიანი მალე სწავლობს. თუკი ვხედავ, რომ შედეგი მაქვს, ვხედავ რომ ვიკლებ წონაში, სანტიმეტრებში და ვხვდები, რომ მაქვს საშუალება არასწორად დასწავლილი უნარ-ჩვევა შევცვალო და განვიმტკიცო ჩემივე მოტივაციით. გარდა იმისა, რომ ჩვენთან ტარდება მთავარი საბაზისო ოთხდღიანი ტრენინგები, ორ კვირაში, თვეში ერთხელ პაციენტი მუდმივად ხვდება თავის სპეციალისტს და ხდება შედეგის განმტკიცება, შედეგების შეფასება და ახალი რეკომენდაციების მიცემა. სწორედ ამის გამო გვაქვს ასეთი შედეგები. თქვენს მეთოდებში არ არის რაიმე კონკრეტული დიეტა, არსებობს კალორიების გამომთვლელი სისტემა... კალორიების დათვლა არის ყველაზე მარტივი მეთოდი, ეს არის კვებითი რეკომენდაცია. თუკი სურს კონკრეტული, დროში გაწერილი შედეგი, კალორიები ეხმარება მას იმაში, რომ შედეგი ჰქონდეს თვალსაჩინო, დროული და სწრაფი. კალორაჟი ინდივიდუალურია, ასაკიდან, სიმაღლიდან, წონიდან გამომდინარე. დახარჯულ და მიღებულ ენერგიას შორის უნდა იყოს განსხვავება, რომ გვქონდეს შედეგი. მთავარია, ის ენერგია, რასაც ადამიანი დღის განმავლობაში იღებს იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი თავს გრძობდეს ჯანსაღად, მიიღიოს ცილა, ნახშირწყლები და ჭამოს დესერტიც. მინდა პრაქტიკაში გავრცელებულ თეორიებზე გკითხოთ, პირველ რიგში ეს ეხება წყალს. რა დამოკიდებულება აქვს ”ბორმენტალის” მეთოდს ამასთან? ზოგადად, ”ბორმენტალის” მეთოდის მიხედვით კვება არ არის რაიმე კონკრეტული გამოგონილი მეთოდი. ადამიანმა უნდა ჭამოს შიმშილის მიხედვით. წყალი ერთადერთი სითხეა, რომელიც ორგანიზმში არ ჩერდება. ამიტომ 1.5-2 ლიტრი წყალი ადამიანმა უნდა მიიღოს აუცილებლად, სურს თუ არა წონის დაკლება. კვებით დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდით და აღვნიშნეთ, რომ ადამიანებს ძალიან უყვართ შოკოლადი... აქ როგორია თქვენი მიდგომა? შოკოლადი ჩვეულებრივი დესერტია და ჩვენ მას არ ვკრძალავთ. თუ ვფიქრობ, რომ შოკოლადი ძალიან მიყვარს, კვებითი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ და არის კიდევ მეორე, როდესაც მშია, ჩანთაში მაქვს შოკოლადი და რამდენიმე წამში შეიძლება დავნაყრდე. თუმცა, დასანაყრებლად ის არ გამომადგება, რადგან აქვს მაღალი კალორაჟი და ნახევარ საათში ისევ თავიდან დგება შიმშილი. უმჯობესია ადამიანმა მიიღოს ნოყიერი სადილი და დესერტად შოკოლადი. ტრენინგების გავლის შემდეგ ადამიანების უმრავლესობა ხვდება, რომ შოკოლადზე უბრალოდ იყო დამოკიდებული. თუკი მანამდე მთლიანი შოკოლადი სჭირდებოდა, ტრენინგების შემდეგ შესაძლოა რამდენიმე ნატეხით, იგივე სიამოვნება მიიღოს. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ართულებს სიტუაციას - ნაცვლად იმისა საკვები მივიღო გამოზომილად, მირჩევნია საერთოდ არ მივიღო... საქმე ის არის, რომ გამოზომილი სინამდვილეში არაფერია. მას ეცვლება დამოკიდებულება საკვების მიმართ, ხდება კუჭის მოცულობის შემცირება და ზომიერი რაოდენობით დანაყრება. აქ არ არის საუბარი მინიმალურ რაოდენობაზე. აქ არ უწევს ადამიანს ფორმულების გამოგონება. თუ შეგიმჩნევიათ, როდესაც მთელი დღე არაფერი გიჭამიათ, უფრო დაღლილი ხართ, მაგრამ თუკი საკვებს სამ-ოთხ საათში ერთხელ იღებთ, ხართ ენერგიული და ხართ ტონუსში. თუ რეჟიმი არ გაძლევს საშუალებას იკვებო 3-4 საათში ერთხელ, რა რეკომენდაცია გაქვთ ასეთ დროს? ასეთ დროს მთავარია ადამიანებმა დრო გამოიყენონ რაციონალურად. როგორც კი ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ არის ამ სამყაროს ცენტრი და მის გარშემო ხდება ყველაფერი, ხვდება, რომ ის უნდა იყოს ჯანმრთელი, ძლიერი, კმაყოფილი, ბედნიერი და ჰქონდეს ისეთი სხეული, როგორიც სურს, ის აუცილებლად გამონახავს 5-10 წუთს საკუთარი თავის გამოსაკვებად. აქ არის დამოკიდებულების პრობლემა, ეს არის ჩვენი მეთოდის ამომავალი წერტილი, რომ ადამიანებს ვასწავლოთ, როგორ უყვარდეთ საკუთარი თავი. როგორ არის დროში გაწერილი თქვენი პროგრამა? პირველადი კონსულტაციის შემდეგ, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა წონაში დაკლება და ჩვენი მეთოდი მისთვის მისაღებია, პირველივე, ოთხდღიანი ტრენინგისას უკვე არის პირველი შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ იმაზე მეტს ჭამს, ვიდრე მანამდე, მაინც სიმსუბუქის შეგრძნება აქვს, იწყება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტიურება და ხედავენ შედეგს. ტრენინგის დასრულების შემდეგ პაციენტი სპეციალისტს ერთი თვის შემდეგ ხვდება და 5-10-12 კილომდე აქვს თითოეულ მათგანს წონიდან გამომდინარე დაკლებული. ჩვენ მათ 12 თვის განმავლობაში ვუწევთ მეთვალყურეობას. უმნიშვნელოვანესია შედეგის შენარჩუნება და მას წონის პრობლემა აღარ უნდა შეექმნას. ვინ შეიმუშავა ბორმენტალის ჯადოსნური მეთოდები? მთავარი ჯადოსნობა ალბათ ის არის, რომ ჩვენი სპეციალისტები ორიენტირებულნი არიან პაციენტის დახმარებაზე. ვითვალისწინებთ ნებისმიერ ინდივიდუალურ ფაქტორს, ეს კარგი კომუნიკაციის პირველი ნაბიჯია. ჩვენთან მოსული ადამიანი არის პრიორიტეტი და მას ვეხმარებით მაქსიმალურად. ჩვენთან ყველა კვებითი ქცევის ფსიქოლოგი არის გამხდარი და მოხდენილი და ისინი იძლევიან მაგალითს. თუკი სპეციალისტი კარგ ფორმაშია, ე.ი მას შეუძლია სხვისი დახმარება. ევროპასა და ამერიკაში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რამდენად იყო წონის კლებაში ფსიქოლოგის ჩართვა მნიშვნელოვანი, რუსეთში კი შემუშავდა სტრუქტურა. ვიყენებთ ფსიქოტექნიკებს, რაც ადამიანს პირველ რიგში დამოკიდებულების შეცვლაში ეხმარება. თუკი ვიკვებები სწორად, ორგანიზმი მპასუხობს და იწყება ცხიმის წვა. ვიწყებ იმის განსხვავებას, მშია თუ არა რეალურად, თუ მაქვს მადა და მინდა დავძლიო სტრესი. როდესაც ადამიანს აქვს სტრესი, მას სხვაგვარი დახმარება სჭირდება... ხშირ შემთხვევაში ადამიანს აქვს ქრონიკული სტრესი, იცის რომ ვერაფერს შეცვლის. შესაძლებელია ნებისმიერი სტრესული ვითარების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. როგორც კი ადამიანი ამას სწავლობს, იწყებს დამოკიდებულების შეცვლას. ის თავის თავში ნახულობს იმ ძალას, რაც სჭირდება სტრესის გასამკლავებლად და შვებას საკვებში აღარ ეძებს. ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება წონაში დაკლების შემდეგ... რეალურად რა ხდება ადამიანის ორგანიზმში და რატომ ხდება ის უფრო ბედნიერი? სხვა დანარჩენი გაწერილი დიეტების დაცვისგან განსხვავებით, როგორც კი პაციენტი „ბორმენტალის“ მეთოდით იკლებს წონაში, პირველ რიგში იშორებს დიდ სამოსს. ადამიანი იწყებს ცხოვრებას აწმყოში და არა წარსულში, ან მომავალში. იწყებს ცხოვრებას დღევანდელი შეგრძნებებით, იწყებს სიამოვნების მიღებას. თუკი წონაში დაკლებამდე მისი ცხოვრება იწყებოდა ყოველი ორშაბათიდან, ჩვენი ტრენინგების შემდეგ ადამიანები იწყებენ ცხოვრებას დღეიდან. აწმყოში ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია.
წონაში კლებასთან ერთად იცვლება გარდერობი, გემოვნება, ასაკიც კი. რაც უფრო თავდაჯერებულია ადამიანი, მით უფრო რეალიზებულია. ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის და წონაში დაკლებული ადამიანები გრძნობენ, რომ ისინიც ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც დანარჩენები.
[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/03/stumrad-eqimtan22.03.mp3"][/audio] [post_title] => რაში მდგომარეობს „ბორმენტალის“ მეთოდი, რომლის დახმარებითაც ჭარბ წონას სამუდამოდ დაემშვიდობებით [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rashi-mdgomareobs-bormentalis-metodi-romlis-dakhmarebitac-charb-wonas-samudamod-daemshvidobebit [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-03-23 15:13:01 [post_modified_gmt] => 2017-03-23 11:13:01 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=117234 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 15 [max_num_pages] => 5 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 91bc5716ad078537cdd0cdd64c55bb49 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები