LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა დვალმა იაპონიის იმპერატორისთვის იმღერა

125

ქართველმა სოპრანომ, თეონა დვალმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სცენაზე გამოდის, გასული ზაფხულის ორი თვე იაპონიაში გაატარა. სცენაზე ის მსმენელის წინაშე თეატრის საიუბილეო სეზონის გახსნაზე წარდგა. შემდეგ კი იაპონიის იმპერატორთან შეხვედრაზე მიიწვიეს…

თეონამ სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის სპეციალურად იმპერატორისთვის მღერის…

თეონა დვალი:

დაგეგმილ სპექტაკლებს შორის გაიმართა ეს საღამო. იაპონიის იმპერატორსა და მის მეუღლესთან საერთაშორისო შემადგენლობა ვიყავით მიწვეული, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, თეატრის მეათე საიუბილე სეზონის გახსნასთან დაკავშირებით. გვთხოვეს, ჩვენს ენაზე შეგვესრულებინა რაიმე. მე ვიმღერე მაჭავარიანის ეს ულამაზესი რომანსი.

იმპერატორთან გასაუბრების საშუალება თუ მოგეცა?

მოვიდა და თბილი კომპლიმენტები მითხრა, რამაც ძალიან გამახარა (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები