LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა დვალის მეორე ქორწილი და თეა დარჩიას დაუვიწყარი ცეკვა (ვიდეო)

483

საოპერო შემსრულებელი, ცნობილი სოპრანო თეონა დვალი დაქორწინდა. მისი მეუღლე ჯიაკომო რაკუნიო იტალიელი ბიზნესმენია. წყვილს ორი ქორწილი ჰქონდა, პირველი იტალიაში გადაიხადეს, რომელსაც შედარებით ვიწრო წრე ესწრებოდა, მეორე კი ახლახან მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში შედგა. სოპრანოს მეორე ქორწილს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ, რასაკვირველია, ცნობილი სახეებიც.

ქორწილის ორგანიზატორმა, თაკო დოლაბერიძემ დაწერა:

„რამდენიწ ელია გასული ,უკვე ვეღარც ვითვლი, რამდენი ქორწილი, ხელმოწერა და ივენთი გამიკეთებია, ხო საერთოდ სათვალავიც აღარ აქვს, კიდევ ბევრი წელი რომ გავიდეს, ალბათ, ეს იქნება დასამახსოვრებელი, რომელიც ათწლეულების შემდეგაც გამახსენდება. დღეს ვიყავი ქორწილში, როგორიც ბევრი წელია, არავის ჰქონია. სიყვარულის, ბედნიერების, სიხარულის, ნიჭიერების და პროფესიონალიზმის ზეიმი იყო. როგორი პროფესიონალიც შენ ხარ, ჩემო თეონა, ისეთივე ქორწილი გქონდა!!! დარწმუნებული ვარ რომ ბედნიერება იქნება შენი ცხოვრების თანამდევი. მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც საოცრებათა ზეიმად აქცია ულამაზესი ქორწილი!!!“

თეონას ქორწილიდან სხვადასხვა ცნობილი სახე უამრავ ვიდეოს აზიარებდა, მათ შორის არის ჯაბა ქარსელაძის ლაივ-ვიდეო, სადაც სუხიშვილების მოცეკვავის, თეა დარჩიას შესანიშნავი პერფორმანსია ასახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g