LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ იყავით სალაჰის სანახავად? ამ ბიჭს თბილისში უთამაშია (ვიდეო)

63

ადამიანებს შორის დღეს თუ ვინმეს აქებენ და ადიდებენ ეს პირველ რიგში მოჰამედ სალაჰია. მესისა და რონალდოს შემდეგ, მოკვდავებს შორის ეგვიპტელი მართლაც რომ ფარაონივით იქცევა. ისე თამაშობს რა ჯობია მის მოედანზე ნახვას. და ამის შანსი რომ ქართველ გულშემატკივარს ქონდა, ეს იცით?

საქმე ისაა, რომ 2012 წელს, 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩი ეთამაშა ეგვიპტეს. შეხვედრა ვაკეში ჩატარდა, მიხეილ მესხზე. სტუმართა რიგებში 22 ნომრით 19 წლის, იმხანად „ბაზელის“ ფეხბურთელი თამაშობდა – მოჰამედ სალაჰი. ბიჭმა სრულად ჩაატარა შეხვედრა და 75-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო.

რამდენიმე ეპიზოდში ჩანს, რომ პატარა სალაჰს მაშინაც ქონია ის მოძრაობები და ილეთები, რომლითაც დღეს მსოფლიო დაიპყრო.

იმ დროს თემურ ქეცბაიას დამოძღვრილი საქართველო 0:0 ეთამაშა მომავალი ვარსკვლავის ეგვიპტეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები