LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ ხართ სამარცხვინო თავმჯდომარე – დაპირისპირება პარლამენტში

120

“თქვენ ხართ სამარცხვინო თავმჯდომარე, თქვენი მოღვაწეობა დასამარდება,”- ასე მიმართა ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაზე “თანასწორობის მოძრაობის” წარმომადგენელმა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშსა და რეკომენდაციებს იხილავენ, “თანასწორობის მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო პლაკატები გაშალეს, რითიც ისინი ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას ითხოვდნენ.

“თქვენი აზრით, ლგბტ ადამიანის უფლებები არის თუ არა საერთოდ ადამიანის უფლებების სფეროს ნაწილი და არის თუ არა თქვენთვის მნიშვნელოვანი. მითუმეტეს, რომ ყოველდღიურად ადამიანებს უწევთ ძალიან დიდ ძალადობასთან და აგრესიასთან გამკლავება და ადამიანებს კლავენ საკუთარი იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო. ამის გამო თქვენ მიგაჩნიათ თუ არა რომ უმნიშვნელოა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. იქნებ დღეს, ახლა აგვიხსნათ, რატომ გადაიფიქრეთ ამ დღის აღნიშნვნა”- ამ სიტყვით მიმართა თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ანი სუბელიანმა, კომიტეტის თავმჯდომარეს.

ამის შემდეგ კომიტეტის დებუტატებსა და “თანასწორობის მოძრაობის” წარმომადგრნლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. “თანასწორობის მოძრაობის” წევრები სკანდირებდნენ, რომ სოფო კილაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან მისთვის ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ სადღეგრძელოა .

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ “თანასწორობის მოძრაობის” წევრებმა კომიტეტის სხდომა დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები